0 8 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ვენდისა“ და „დანქინის“ ქართული წარმომადგენლობის განცხადება

„ვენდის“ და „დანქინის" რესტორნების ქსელი ეხმაურება COVID-19 -თან დაკავშირებულ სიტუაციას და ამკაცრებს უსაფრთხოების ნორმებს.

„ვენდის და დანქინი საქართველოში წარმოდგენილია 40-ზე მეტი რესტორნით და დანქინის 1  ქარხნით, სადაც იწარმოება დანქინის ყველა ის პროდუქტი რომელიც შემდგომში რესტორნებს მიეწოდება. აქედან გამომდინარე, ძალიან მაღალია სოციალური პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ. „ვენდისი“ და „დანქინი“ განუხრელად უზრუნველყოფენ პროდუქტების მომზადების პროცესში ჯანდაცვის ორგანიზაციების და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს.

ჩვენთვის მომხმარებლების ჯანმრთელობა და მათთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნა უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ვითვალისწინებთ არამარტო ლოკალურ, არამედ ვენდის და დანქინის სათაო ოფისების მიერ მოწოდებულ სტანდარტებს.

კერძოდ, შეიცვალა ინვენტარის დეზინფიცირების სტანდარტი, რომელიც გულისხმობს დროის მონაკვეთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დანადგარებისა და ხელსაწყოების რეცხვას და სადეზინფექციო საშუალებით დამუშავებას.  ასევე აღსანიშნავია, რომ სარეცხ-სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაცია გაიზარდა დასაშვებ მაქსიმალურ ზღვრამდე, რაც გულისხმობს დაბინძურების რისკების გამორიცხვას.

ყველა რესტორანში მიმდინარეობს პირადი ჰიგიენისა და სისუფთავის კონტროლი ვენდის და დანქინის საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით. აღსანიშნავია ის განსაკუთრებული ღონისძიებები, რასაც ვენდი და დანქინი მიმართავს უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად:

·         მაგიდების, სკამების, იატაკების დეზინფიცირება ხდება ყოველი მოხმარების შემდეგ.

·         ზედაპირებზე, როგორიცაა კიოსკის ეკრანი, გადახდის ტერმინალის კლავიატურა, - რომლებზეც მომხმარებლებს უშუალოდ უწევთ ხელით შეხება, დეზინფიცირდება საათში ერთხელ.

·         საწარმოო ჭურჭლის და ხელსაწყოების დეზინფიცირება მიმდინარეობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდის- Ecolab ის წარმოებული სარეცხ-სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით, რომელთა კონცენტრაცია საგანგებოდ გაუტოლდა მაქსიმალურ რეკომენდირებულ დონეს.

·         ორივე კომპანიაში, ყველა თანამშრომელი, რომეთსაც შეხება აქვს საკვებთან, აღჭურვილია ხელთათმანებით, ამით გამოვრიცხავთ საკვების დაბინძურების ნებისმიერ რისკს.

·         თანამშრომელს, რომელსაც უწევს ფულთან შეხება, აღჭურვილია ხელთათმანებით, რომლის გამოცვლაც ხდება 30 წუთში ერთხელ.

·         თანამშრომლები, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ან/და იმყოფებოდნენ ევროპის ქვეყნებში, ამ დროისთვის არ დაიშვებიან სამუშაო ტერიტორიაზე, კომპანია ხელს უწყობს მათ სრულფასოვნად მოახდინონ თვითიზოლაცია.

·         თანამშრომლები, რომლებიც მუშაობენ აეროპორტის ტერიტორიაზე, აღიჭურვნენ სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით.

·         არც ერთ თანამრომელს არ უწევს საკვებად მზა ან უმ პროდუქტთან პირდაპირი შეხება, ვენდის და დანქინის სტანდარტის მიხედვით, თანამშრომლები იყენებენ პლასტიკურ ხელთათმანებს, რაც გამორიცხავს ყოველგვარი დაბინძურების შესაძლებლობას.

ვენდის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ინფორმირებულია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მუდმივ მზადყოფნაშია, რომ საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს დამატებითი ქმედითი ღონისძიებები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...