0 8 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის პირველი ქართული ნეობანკი - SPACE გერმანიის ბაზარზე შედის

თიბისი ნეობანკინგის პლატფორმას აფართოებს. საქართველოში პირველი სრულად ციფრული ბანკი - Space გერმანიის ბაზარზე შედის, რაც ქვეყანაში სტარტაპერებისთვის ხელსაყრელ გარემოს შექმნის და გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მომხმარებლებს საბანკო ოპერაციების შესრულებას გაუმარტივებს. 

Space ერთ-ერთ გერმანულ ბანკთან პარტნიორობით, მომხმარებელს ყოველდღიურ საბანკო პროდუქტებთან და სერვისებთან ერთად, დაკრედიტებას, ფულად გზავნილებს, საერთაშორისო კომუნალურ გადახდებს შესთავაზებს. სფეისის მომსახურების მიღება სხვადასხვა ენაზე იქნება შესაძლებელი.

პირველი ქართული სრულად ციფრული ბანკი გერმანიის ბაზარზე 2020 წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება და ის ძირითადად გერმანიაში მცხოვრებ ქართველებზე იქნება ფოკუსირებული. მის ფუნქციონირებას საქართველოში არსებული სფეისის გუნდი და ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს. საერთაშორისო ბაზარზე შესვლის ჯამური ღირებულება დაახლოებით 4 მილიონი ლარი იქნება.

გერმანიის ბაზარზე გასვლამდე, Space და პარტნიორი ბანკი გერმანული რეგულატორის მოთხოვნების შესრულებას უზრუნველყოფენ.

გერმანულ ბაზარზე ნეობანკის მოდელის წარმატებით ამოქმედების შემდეგ, Space სხვა ევროპული ბაზრების შესაძლებლობებსა და ქართველი მომხმარებლების საჭიროებებს შეისწავლის.

სფეისი პირველი ქართული სრულად ციფრული ბანკია, რომელიც მომხმარებელს ყოველდღიური საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების სრულ პაკეტსა და ინოვაციურ მიდგომებს სთავაზობს. მათ შორის:

·         ნებისმიერი ბანკის ბარათის ერთ აპლიკაციაში მიბმის საშუალებას;

·         სხვადასხვა ბანკის ბარათებს შორის 24/7 მომენტალურ გადარიცხვებს;

·         სრულად დისტანციურ სამომხმარებლო სესხს;

·         კომუნალურ გადახდებს საკომისიოს გარეშე;

·         VISA-ს სადებეტო ბარათს სხვადასხვა სარგებლით;

·         მოქნილ ანაბრებს სხვადასხვა მიზნისთვის;

·         უნიკალურ ლოიალობის პროგრამას;

·         სრულად ონლაინ განვადებას პარტნიორ მაღაზიებში. 

 

სფეისის ბეტა ვერსია საქართველოში 2018 წლის მაისში გაეშვა. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მან 181 000 მომხმარებელი მოიზიდა, სფეისის სასესხო პორტფელმა კი 27 მლნ ლარს მიაღწია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...