0 3 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბილაინმა თანამედროვე დიზაინისა და დამატებითი ფუნქციების მქონე განახლებული ვებგვერდი წარადგინა

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა, ბილაინმა თანამედროვე ციფრული მოთხოვნების შესაბამისი, განახლებული ვებგვერდი წარადგინა. ახლებური დიზაინითა და დამატებითი ფუნქციებით, ვებგვერდი მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებლის საჭიროებებს და ბევრად უფრო მარტივი გამოსაყენებელია. განახლებული ვებგვერდი კომპანიის ყველა პროდუქტსა და მომსახურებას ერთ სივრცეში აერთიანებს და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სწრაფად და მარტივად შეასრულოს სასურველი ოპერაციები.

ვებგვერდის ნებისმიერ ვიზიტორს შეუძლია, გაეცნოს ინფორმაციას ბილაინის სერვისების შესახებ, მარტივად შეიძინოს სიმ ბარათი და გაიაქტიუროს სასურველი პაკეტი. ბილაინის არსებულ აბონენტებს, ასევე, შეუძლიათ სწრაფად და მარტივად განახორციელონ ისეთი ოპერაციები, როგორებიცაა: თანხის გადარიცხვა, ავტომატური გადახდის გააქტიურება, კრედიტის აღება თუ ინტერნეტ, ხმოვანი და მიქს პაკეტების შეძენა როგორც მობილური ბალანსიდან, ისე საბანკო ბარათით. ინტეგრირებული „პირადი კაბინეტის“ მეშვეობით, აბონენტები შეამოწმებენ პირად მონაცემებსა და ბალანსს. კიდევ ერთი საინტერესო სიახლე, რომელსაც აბონენტები დიდი ინტერესით შეხვდნენ, ბილაინის მიერ შექმნილი კომპიუტერული თამაშია, რომელიც მომხმარებელს მობილური ინტერნეტის მიღების შესაძლებლობას აძლევს.  განახლებულ ვებგვერდზე ხელმისაწვდომია უკვე პოპულარული თამაში და მომავალში ახალი ვერსიების განთავსება იგეგმება. ვებგვერდი ადაპტირებულია როგორც სმარტფონების, ისე პლანშეტების ეკრანებზე.

ბილაინის ახალი ვებგვერდის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აბონენტებმა, რომლებმაც შესაბამის კვლევაში მიიღეს მონაწილეობა და უკუკავშირი მისცეს კომპანიას. კვლევაზე დაყრდნობით, ვებგვერდის განახლებისას მაქსიმალურად მოხდა მომხმარებლების ინტერესისა და საჭიროებების გათვალისწინება.

ბილაინი აგრძელებს ციფრული პროდუქტების შექმნასა და განვითარებას და მომავალში აბონენტებს არაერთ სიახლეს შესთავაზებს. მათ შორის იქნება, ქართულ აპლიკაციებს შორის ანდროიდის მომხმარებლების რჩეული MyBeeline აპლიკაციის განახლებული ვერსია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...