თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...
|
წამყვანი ბრენდების საკონსულტაციო და შემფასებელმა კომპანიამ, Brand Finance -მა, ყოველწლიური, განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველად ისტორიაში HUAWEI მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდების ათეულშია. Brand finance-მა HUAWEI, როგორც 65.1 მილიარდ დოლარიანი კომპანია, მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებულ და საუკეთესო ბრენდებს შორის დაასახელა.
„5G მიმართულება, ეს არის კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობა სატელეკომუნიკაციო ბიზნესისთვის, ამავდროულად, ეს არის მაღალი კონკურენციის შემცველი სფერო. ამის მიუხედავად კომპანია HUAWEI აგრძელებს ახალი ბაზრების ათვისებას და მისი გავლენის სფეროს გაფართოებას, იქაც კი, სადაც მანამდე ყველაზე გავლენიანი მოთამაშეები დასავლეთიდან იყვნენ. . დიდი დაპირისპირების მიუხედავად, ჩინური გიგანტი აშკარად წინ მიიწევს და ამ წუთისთვის, ბრენდის ღირებულება 65.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, აღსანიშნავია, რომ პირველად არსებობის ისტორიაში, ის მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდს შორის მოხვდა, “ - აღნიშნულია Brand Finance-ის ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ HUAWEI სამომავლო მიღწევების პროგნოზირებისას, წინასწარ მოელოდა, რომ 2019 წლისთვის სმარტფონების გაყიდვები 240 მილიონს მიაღწევდა და გაიმყარებდა პოზიციას, როგორც მსოფლიოს მეორე უდიდესი სმარტფონის მწარმოებელი კომპანია. HUAWEI-მ ნამდვილად მიაღწია შედეგს და მის მიერ რეალიზებული Mate და P სერიის სმარტფოების საერთო რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა. კომპანიის ტექნოლოგიურმა მიღწევებმა კრიტიკულ და პოპულარულ მოღვაწეობებშიც გაიმარჯვა და HUAWEI-ს 5G სმარტფონების გაყიდვებმა, 2019 წლისთვის ა 6,9 მილიარდ ერთეულს მიაღწია.
Brand Finance-ის მონაცემებით ტოპ 500 კომპანიიდან45,4 პროცენტი 205 ამერიკულ კომპანიააზე მოდის, რომელთა საერთო ღირებულებაც 3204 მილიარდი აშშ დოლარია. მას მიჰყვება ჩინეთი - 70 კომპანიით, (18.9%) , რომელთა, როგორც ბრენდის, ჯამური ღირებულება 1334 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ტექნოლოგიების სექტორი კვლავ ყველას ყურადღების ცენტრშია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სფერო.. სწორედ ამიტომ არის, რომ 500 ყველაზე ღირებულ ბრენდს შორის 46 ანუ 14 პროცენტი სწორედ ტექნიკური სექტორიდანაა, რომელთა საერთო ღირებულება - 986,5 მილიარდი აშშ დოლარია.
„ჩვენი მომავალი 10 წლის სამოქმედო გეგმა ემყარება სტრატეგიას - შევქმნათ ყველა სიტუაციაზე მორგებული პროდუქტი. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა შევქმნათ მომხმარებელზე ორიენტირებული ეკოსისტემა, სადაც ყველა სმარტ მოწყობილობა უფრო მარტივად და სწრაფად უკავშირდება ჩვენს სმარტფონებს, რაც საბოლოო ჯამში ზოგავ ჩვენს ენერგიას, დროს და ფინანსებს რამდენიმე სამუშაოს უწყვეტ რეჟიმში შესრულებისას“ - განაცხადა, კომპანია HUAWEI-ს მომხმარებელთა ბიზნეს ჯგუფის ხელმძღვანელმა, რიჩარდ იუმ.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანია Brand Finance-ის სათაო ოფისი დიდ ბრიტანეთში მდებარეობს და ყოველწლიურ პრესტიჟულ რეიტინგში მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორიდან 500 უდიდეს ბრენდს აფასებს. 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში კი, HUAWEI მესამე ჩინური კომპანიაა, რომლის ბრენდის ღირებულებაც 65,084 მილიარდი აშშ დოლარია, რაც წინა წელთან შედარებით 4,5 პროცენტით მეტია.
HUAWEI -ის მობილური სერვისების ეკოსისტემა სწრაფად განვითარდა და პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. კომპანიამ უკვე მოიზიდა 1.07 მილიონზე მეტი რეგისტრირებული დეველოპერი მთელი მსოფლიოდან. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...
თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...
დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...
Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...
როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...
თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...
თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები