0 2 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ილიაუნიში „მარკეტინგული ომები“ იწყება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტი „მარკეტინგული ომები“ დაიწყო, რომელშიც მონაწილეობის მიღება ილიაუნის ნებისმიერი ფაკულტეტისა და კურსის სტუდენტს შეუძლია. პროექტი ორი სეზონსა და ფინალურ ეტაპს მოიცავს.

გამოცდილი მენტორები და ტრენერები სტუდენტებს გაუზიარებენ პრაქტიკულ ცოდნას მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. ფინალური ეტაპი გაიმართება ყაზბეგში 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, სადაც პროექტის მონაწილეები რეალური კამპანიის დაგეგმვაში მიიღებენ მონაწილეობას.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების შეთავაზება. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაერთიანდნენ შესაბამისი ინტერესების მიხედვით, დაარეგისტრირონ სტუდენტური კლუბები, დაგეგმონ აქტივობები და საჭირო დაფინანსება მოიპოვონ უნივერსიტეტისგან.

სტუდენტური კლუბები წლის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს უწევენ ორგანიზებას. ამ ეტაპზე უნივერსიტეტში 35-მდე კლუბი ფუნქციობს.

ერთ-ერთი ყველაზე აქტიურ კლუბს მენეჯერთა სტუდენტური კლუბი წარმოადგენს. "მარკეტინგული ომები" არის პროექტი, რომელსაც ისინი ყოველწლიურად სთავაზობენ სტუდენტებს და რომელიც ყოველწლიურად ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით.“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კახა კაპანაძე.

წელს „მარკეტინგულ ომებში“ 32 სტუდენტი მონაწილეობს, რომელიც ფინალურ ეტაპზე კამპანიების დაგეგმვაში შეეჯიბრება ერთმანეთს.

კამპანიების თემა საზოგადოებაში არსებული პრობლემები და გამოწვევები იქნება.

“პროექტი „მარკეტინგული ომები“ მესამე წელია განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ხვდება საკუთარი სპეციფიკიდან გამომდინარე. პროექტის განმავლობაში მონაწილეები იღებენ ბევრ საინტერესო და პრაქტიკულ ცოდნას, ხვდებიან გამოცდილ ტრენერებს და მათი მენტორობით აგრძელებენ ფინალურ ეტაპზე ბრძოლას; პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობთ პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების წამყვან ორგანიზაციებთან, სარეკლამო და კრეატიულ სააგენტოებთან.“- განაცხადა პროექტის მენეჯერმა ქეთი ღავთაძემ.

„ისეთი პროექტი, როგორიც „მარკეტინგული ომებია“ შანსს აძლევს სტუდენტს დააგროვოს მნიშვნელოვანი ცოდნა, გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობები და ისწავლოს შეძენილი ცოდნის სწორად გამოყენება მომავალი წარმატებისთვის. ჩვენ აქტიურად დავუჭერთ მხარს ამ პროექტს“ – ამბობს „ჯეპრას“ კონსულტანტი რუსკა უსტიაშვილი.

„მარკეტინგული ომები“ ილიაუნის მენეჯერთა კლუბის ორგანიზებით 2018 წლიდან ხორციელდება. პროექტში უნივერსიტეტის 120-ზე მეტს სტუდენტს აქვს მონაწილეობა მიღებული

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...