0 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მაგთიკომის მხარდაჭერით გამოცემულ ასობით წიგნს მხატვარ შალვა მატუაშვილის ალბომი დაემატა

მაგთიკომის ხელშეწყობით გამოიცა მხატვარ შალვა მატუაშვილის ნამუშევრების ალბომი, რომლის პრეზენტაციაც 27 იანვარს, მაგთი კლუბში გაიმართა.

ალბომის პრეზენტაციას მაგთი კლუბში, სადაც მხატვრის ნამუშევრებიც გამოიფინა, ესწრებოდნენ ბატონი შალვას ხელოვნების დამფასებლები, მეგობრები და კოლეგები.

„ამ ალბომში თავმოყრილია ჩემი შემოქმედების უდიდესი ნაწილი, რაც ძალიან მახარებს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. დიდი მადლობა მაგთის, ყველას, ვინც იმუშავა ალბომის მომზადებაზე. განსაკუთრებული მადლობა ბატონ გია ჯოხთაბერიძეს. სწორედ მისი დამსახურებით დაიბადა კატალოგი, რომელმაც ასახა ჩემი შემოქმედებითი გზა. უფრო თვალნათელი გახადა, რა მიკეთებია საწყისიდან დღემდე, რა და როგორ მიფიქრია, რამდენი ფერი და ელდა ყოფილა, რისთვის მიშრომია და დავღლილვარ“, - შალვა მატუაშვილი.

„შალვა მატუაშვილს მხატვრობისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. როგორც თავად ამბობს, ხატავს იმას, რაც მიაჩნია, რომ ფერწერაა და ვერნისაჟებზე საზოგადოებას სთავაზობს ფერწერის საკუთარ ვერსიას, რომელშიც იგი არ მისდევს თანამედროვე ხელოვნების „მოდურ“ ტენდენციებს, არ სვამს მეტაფიზიკურ შეკითხვებს, შორსაა ეპატაჟურობისაგან და არ აოცებს მნახველს სიურპრიზებით, არამედ ცდილობს მიაღწიოს სრულყოფილებას მშვენიერების მარადიულ კატეგორიებში ჩაღრმავებით, რაც განაპირობებს იმ გარემოებასაც, რომ მხატვრის მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ნამუშევრები დაცულია არაერთ მუზეუმში (საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ტრეტიაკოვის გალერეა, აღმოსავლური ხელოვნების მუზეუმი მოსკოვში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, სადაც მხატვარს მთელი დარბაზი ეთმობა და ფაქტობრივად, მისი ნამუშევრების მუდმივ ექსპოზიციას წარმოადგენს), ინახება მიუნხენის, სტამბულის, ატლანტას, ტოკიოს, მილანის, პარიზის, მოსკოვის, ბერლინის, ნიუ-იორკის კერძო კოლექციებსა და გალერეებში“, - პროფესორი, დოქტორი ინგა ქარაია.

„მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთი გამორჩეული ქართველი ხელოვანის შემოქმედება გამოიცა წიგნად და დაინტერესებული საზოგადოებისთვის გახდა ხელმისაწვდომი. შალვა მატუაშვილის ალბომი შეემატა მაგთიკომის მხარდაჭერით გამოცემულ ასობით წიგნს. კომპანია კვლავაც გააგრძელებს ქართული კულტურის, ხელოვნების პოპულარიზაციას და მხარდაჭერას“, - აცხადებენ მაგთიკომში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...