თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
|
პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.
შემოდგომის ნაკადზე, სასწავლო პროცესში, დამატებით 400-მდე სტუდენტი ჩაერთო, რომლებიც დაინტერესებულები არიან საკუთარი კარიერის ტექნოლოგიებში ტრანსფორმაციითა თუ არსებული ცოდნისა და უნარების განვითარებით.
პროგრამის დაწყების დღიდან, 15 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია 8 ტექნოლოგიურ პროგრამაზე, რომელთაგან 800-მდე წარმატებულ სტუდენტი ჩაერთო სრულად დაფინანსებულ პრაქტიკულ სასწავლო პროგრამებში.
პროექტის „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ტექნოლოგიებში ქალებისა და რეგიონების გაძლიერებაა, მათი დასაქმების პოტენციალის ზრდის მიზნით. აღსანიშნავია, რომ აქამდე არსებულ მონაწილეთა 40% ქალია, ხოლო 35% კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა.
სასწავლო პროგრამებს საერთაშორისო გამოცდილებისა და განათლების მქონე ტექლიდები და წამყვანი დეველოპერები პრაქტიკული სწავლების მეთოდოლოგიითა და რეალური სამუშაო გარემოს პრინციპის გამოყენებით უძღვებიან. სასწავლო პროგრამებში არსებული, ისეთი მრავალფეროვანი აქტივობების გარდა, როგორიცაა კოლაბორაციულ პროექტებზე მუშაობა, რეტროსპექტიული შეხვედრები, Pair პროგრამირება და სხვა, სტუდენტებს ასევე უტარდებათ ქვეყანაში სფეროს წამყვანი ექსპერტების მასტერკლასები და ვორქშოფები. ამ კუთხით კიდევ უფრო მრავალფეროვანი აქტივობებია დაგეგმილი.
ყოველი სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ იმართება დემო დღე, სადაც სტუდენტები ფინალურ პროექტებს წარადგენენ პოტენციურ დამსაქმებლებთან და იღებენ კარიერულ შემოთავაზებებსა და ღირებულ უკუკავშირებს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში 100-მდე კურსდამთავრებულმა უკვე დაიწყო კარიერა თიბისი ჯგუფში და პროექტის პარტნიორ ტექნოლოგიურ კომპანიებში.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა განსხვავებული კონცეფციისა და გამოცდილების ღონისძიებების სერია TechXplore, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს მულტიფუნქციურ გუნდებში მუშაობის გამოცდილების მიღებას. TechXplore-ის ფარგლებში პროექტის 150-მდე მონაწილემ, ტექლიდებმა და ეჯაილ ქოუჩებმა მონაწილეობა მიიღეს და იმუშავეს კონკრეტული პროექტების ტექგადაწყვეტის შექმნაზე. გამარჯვებულებს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების 15 000 ლარის აქციები გადაეცათ საჩუქრად.
„TBC X USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტი, ეს არის რვა მიმართულების ტექკურსი, რომელიც სფეროს წამყვანი სპეციალისტების მიერ თიბისი IT აკადემიის ბაზაზე ხორციელდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი შეისწავლონ ან გაიუმჯობესონ ცოდნა ტექნოლოგიური მიმართულებებით. სწორედ ამიტომ სწავლა სრულიად უფასოა, ონლაინ სწავლება კი მსურველებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ მთელი საქართველოდან“- თათა ანჯაფარიძე, თიბისი IT აკადემიის ლიდი.
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...
თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...
თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...
· პროექტი შპს „ტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება „თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის ...
ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...
კომენტარები