თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
|
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta cars-ი საქართველოში ავტოინდუსტრიის ლეგენდარული იტალიური ბრენდის, Lamborghini-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.
თანამშრომლობის ფარგლებში Tegeta cars-ი ქართულ ბაზარს Lamborghini-ის მოდელების სრულ ასორტიმენტს შესთავაზებს, მათ შორის Urus, Temerario და Revuelto. ეს სტრატეგიული გაფართოება აძლიერებს Lamborghini-ს კავკასიის რეგიონში და ადასტურებს ქართული ბაზრის მოთხოვნას სუპერქარზე.
Automobili Lamborghini-სთან სადილერო ხელშეკრულებას „თეგეტა ჰოლდინგმა“ ხელი უკვე მოაწერა. დაწყებულია ბრენდის კონცეპტუალური შოურუმის მშენებლობაც, რომელიც აღმაშენებლის #129-ში 2025 წლის გაზაფხულზე ოფიციალურად გაიხსნება. შოურუმი ასახავს ბრენდის ერთგულებას ინოვაციებისა და სტილისადმი. მომხმარებელს საშუალება ექნება დაათვალიეროს და შექმნას ექსკლუზიური სუპერქარი. შოურუმთან ერთად აშენდება სერვისცენტრი, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით, ორიგინალი ნაწილებითა და აქსესუარებით. სუპერქარების მომხმრებლებს „თეგეტას“ პროფესიონალი მექანიკოსები, თანამედროვე გაიდლაინებით მოემსახურებიან.
პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ შევძელით, გავმხდარიყავით ისეთი სუპერქარის წარმომადგენელი, როგორიცაა Lamborghini. როგორც მოგეხსენებათ, ბრენდი გამოირჩევა სპორტული ხასიათით და ეს იგრძნობა მის ყველა მოდელში, როგორც სპორტქარებში, ისე SUV მოდელებში. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ Tegeta Cars-ის პორტფელში წარმოდგენილია Porsche, რომლითაც ასევე ძალიან ვამაყობთ და ამ მხრივაც წარმატებულები ვართ, გვსურდა, ჩვენი პოტენციური მომხმარებლებისთვის მეტი არჩევანის შესაძლებლობა მიგვეცა, იტალიური, სპორტული და სუპერქარის ბრენდთან გამოცდილებით. სუპერქარების მოყვარული საზოგადოება ჩვენთვის ახალი სამიზნე აუდიტორიაა და დარწმუნებული ვარ, მათ გულებსაც მოვიგებთ. ამისათვის, ჩვენს გამოცდილებასთან ერთად, მაქსიმალურად გავიზიარებთ Lamborghini-ს განვლილ გზას ჩვენს ყოველდღიურ ბიზნესპროცესებში“.
იტალიური ძვირადღირებული სპორტული ავტომობილებისა და SUV-ების ავტომწარმოებელი, Automobili Lamborghini 1963 წელს დაარსდა. ბრენდის პირველ სუპერქარს, Lamborghini Miur-ს, ხშირად მოიხსენიებენ ყველა დროის ყველაზე ლამაზ ავტომობილად. Lamborghini Countach კი დღემდე სუპერქარების ეტალონად მიიჩნევა.
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Cars, რომელიც ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს, რეგიონში არაერთი მსოფლიოს წამყვანი ბრენდის პარტნიორია. დღეიდან კი უკვე, ქართული ავტოინდუსტრიისთვის უპრეცედენტო ხელშეკრულების საფუძველზე, მომხმარებლებს ლამბორგინის სპორტულ, მაღალი კლასის სუპერქარებს შესთავაზებს.
--
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Cars ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Zeekr, Auto Gallery, Europcar, NIU, Indian - კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 14 წელია, თეგეტა ქარსი არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.
თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...
ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...
თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...
თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...
· პროექტი შპს „ტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება „თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის ...
ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები