სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...
ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...
|
საქართველოს ბანკმა „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ კონკურსში კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2 ნომინაციაში მიიღო. ესენია: ხარისხიანი განათლება და ღირსეული სამუშაო გარემო და ეკონომიკური ზრდა. ღონისძიება გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით გაიმართა.
საქართველოს ბანკი აღნიშნული კონკურსის გამარჯვებული უკვე მესამედ გახდა. 2019 და 2021 წლებში ჯილდო შემდეგ ნომინაციებში მიიღო: ხარისხიანი განათლება და ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა.
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე ბიზნეს კომპანია და ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, ორიენტირებულია მდგრად განვითარებაზე. ამაზე დაყრდნობით ბანკი ქმნის უკეთეს მომავალსა და შესაძლებლობებს, როგორც კომპანიისთვის და თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის, პარტნიორებისა და საზოგადოებისთვის.
„საქართველოს ბანკის ერთერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება კორპორაციული პასუხისმგებლობაა. მრავალი წლის განმავლობაში ამ კუთხით 100-ზე მეტი პროექტი განხორციელდა და კიდევ ბევრია დაგეგმილი. საქართველოს ბანკი გაეროს გლობალური შეთანხმების და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრია, რომლის ორგანიზებით გამართულ კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსშიც 2 ჯილდო მოვიპოვეთ. კონკურსის ნომინაციები სრულ შესაბამისობაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან, რაც ასევე, საქართველოს ბანკის CSR სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი სამი ძირითადი პრიორიტეტია: განათლება, დასაქმება და ბიზნესის მხარდაჭერა. ნომინაციაში -ხარისხიანი განათლება - იდეათეკის პროექტი წარვადგინეთ, რაც რეგიონის საჯარო სკოლებში მულტიპუნქციური ბიბლიოთეკების მოწყობას გულისხმობს, განსაკუთრებით საზღვრისპირა სოფლებში, მაღალმთიან რეგიონებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. მეორე ნომინაციაში - ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა - ქალი მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობის პროექტი წარვადგინეთ. ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად საქართველოს ბანკმა პარტნიორ ორგანიზაციებთან რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა: ქალი მეწარმეების ციფრული ადაპტაცია-კომპანია VISA-სთან, Adapter-თან და extra.ge-სთან პარტნიორობით. პროექტი იმ გამოწვევების საპასუხოდ განხორციელდა, რომლებსაც ქალი მეწარმეები ყოველდღიურ საქმიანობისას აწყდებიან. მიზანი იყო თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, ქალების გაძლიერება, მხარდაჭერა და ქალი მეწარმეების განვითარება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.
ინფორმაციისთვის, კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის მთავრობის და USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა. კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო საქართველოში მოქმედ კომპანიებს უკვე მეხუთედ გადაეცათ. კონკურსი მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას. კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2022 „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ქართულ ბაზარზე მოქმედი ისეთი პროგრესული კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც თანამედროვე ღირებულებებს ეფუძნება. ეს ჯილდო იმ კომპანიებს გადაეცემათ, რომელთა საქმიანობაც მაღალ სტანდარტს ეყრდნობა.
ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...
თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...
თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...
· პროექტი შპს „ტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება „თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის ...
ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...
ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...
კომენტარები