1 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მამუკა ხაზარაძე - ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა - არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება

მამუკა ხაზარაძე ქუთაისში ღონისძიებას ონლაინ ჩაერთო და განაცხადა, რომ პარტია საქართველოს გამარჯვებისკენ ახალ სვლას "ლელოსთან" ერთად, ახალი სახეებით, ახალი იდეებით და პროგრამით იწყებს. 

“რამდენიმე დღეში ჩვენი თანაგუნდელებისთვის გამოვაცხადებთ ჩვენს კონკრეტულ გეგმას, გამარჯვების ფორმულას, თუ როგორ უნდა გავხდეთ მთავარი ოპოზიციური ძალა არჩევნებამდე, როგორ მოვიგოთ ეს არჩევნები და და როგორ მოვახდინოთ ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. მთავრობის ფორმირებას მოახდენს „ლელო“ და განახორციელებს „მარშალის გეგმას,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

მისი თქმით, არჩევნების გამარჯვების შემდეგ ჩვენ გადავდგამთ ახალ ნაბიჯებს, რაც ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ წარსულ პოლიტიკაზე, ძველ სახეებზე. "ლელოს” თავმჯდომარის თქმით, პარტია მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება და ის ქვეყნის რეკონსტრუქციას პირველივე დღიდან დაიწყებს. 

“ჩვენ 8 თვეში შევქმენით ყველაზე დიდი პარტია, ახალგაზრდული, პროფესიონალთა გუნდი, 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი პროგრამა, რომლის მსგავსი არ დაწერილა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. პროგრამა, რომელიც 4 წელიწადში ქვეყანაში შექმნის ძლიერ საშუალო ფენას და საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გაიმართება წელში. ვიწყებთ ახალ სვლას საქართველოს გამარჯვებისკენ, "ლელოსთან" ერთად, ახალი სახეებით, ახალი იდეებით და პროგრამით. ახალ ცხოვრებას ახალი საწყისით 31 ოქტომბრიდან დავიწყებთ.

მინდა, ქუთაისიდან, ამ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქალაქიდან, საქართველოს შუაგულიდან მივმართო ყველას - რომ არ გაუშვათ შანსი, მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, რათა ჩვენი ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ. ეს ჩვენი შანსია, რათა ჩვენი  ქვეყანა გახდეს მიზიდულობის ცენტრი კულტურული თუ ფინანსური თვალსაზრისით და იქცეს რეგიონში წამყვან ძალად.

ქუთაისისთვის გვაქვს ძალიან სერიოზული პროგრამა ჩვენი “მარშალის გეგმის” მიხედვით. ქუთაისი გადაიქცევა ლოჯისტიკის, საჰაერო, სავაჭრო, ფინანსურ ეპიცენტრად და ამისათვის ყველაფერი გამზადებულია. ანაკლიის პროექტი იქნება ორგანულ კავშირში ქუთაისთან და ეს ორი ძარღვი იქნება ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ამამუშავებელი ძალა,”-განაცხადა ხაზარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...