1 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ პირველი სტრარტაპ საწარმო დააფინანსა

თიბისიმ ახალი პროდუქტის სტარტაპ საწარმოს დაფინანსების ფარგლებში პირველი საწარმო დააფინანსა. სტარტაპი  „ბიზნესის და წარმატების აკადემია SDS“ საბურავების გადასაკრავ საწარმოს გააკეთებს, სადაც შესაძლებელი იქნება მეორადი საბურავების განახლება. საწარმო შეიძენს მეორად საბურავებს, რომელთა გადამუშავების შედეგად საბურავზე მოხდება პროტექტორების გადაკვრა და განახლება. 

„ბიზნესის და წარმატების აკადემია SDS“-ის საწარმოს დაფინანსება 270 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო საგარანტიო სქემის ფარგლებში „აწარმოე საქართველოსთან“ პარტნიორობით მოხდა.    

პროგრამა „სტარტაპერმა“ დამწყები ბიზნესების მხარდაჭერად და ქვეყანაში საწარმოების შექმნის წასახალისებლად, ახალი ფინანსური პროდუქტი - სტარტაპ საწარმო სესხი ახლახანს შექმნა. 

შეთავაზების ფარგლებში შესაძლებელია 1 000 000 ₾-მდე მოცულობის სესხს მიღება. სტარტაპ საწარმო სესხით შესაძლებელია როგორც მიწის, შენობის, საბრუნავი საშუალებების დანადგარების და ინვენტარის შეძენა, გარემონტება, ისე საწარმოსთან დაკავშირებული ხარჯების და ე.წ. „ფრენჩაიზინგის“ გადასახადების დაფარვა. 

ახალი ფინანსური პროდუქტით სარგებლობისთვის, ბიზნესის წარმომადგენელმა თიბისის ვებ-გვერდზე ონლაინ განაცხადი უნდა შეავსოს და 20%-იანი თანამონაწილეობა და ბიზნესგეგმა  წარადგინოს. განაცხადის დაფიქსირება ასევე შესაძლებელია ფილიალში ან ქოლ-ცენტში. სესხით სარგებლობა შესაძლებელია პროგრამა "სახელმწიფო საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში“, რაც  სახელმწიფოს მხრიდან სესხის თანხის 90%-ის უზრუნველყოფას გულისხმობს. 

სტარტაპ საწარმო სესხის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვედრზე: startuperi.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...