1 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა მოტორსი“ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ სტუდენტებისათვის ჰაკათონს გამართავს

15 ოქტომბერს „თეგეტა მოტორსი“ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“  სტუდენტებისათვის ჰაკათონს გამართავს. ჰაკათონის მიზანია, ხელი შეუწყოს „თეგეტას ციფრულ ტრანსფორმაციას, მაღალტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობას და მოწინავე ტექნოლოგიების საქმიანობაში დანერგვის პროცესს. ჰაკათონის ფარგლებში გამარჯვებული სტუდენტები  „თეგეტა ჰოლდინგში“ დასაქმდებიან.

ჰაკათონი ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ჩატარდება. ღონისძიების მთავარი თემა კიბერუსაფრთხოება იქნება. სტუდენტებს საშუალება ექნებათ წინასწარ მოცემული კიბერსავარჯიშოები ამოხსნან და შემდგომში „თეგეტა ჰოლდინგში“ დასაქმდნენ.

„თეგეტა მოტორსი“ ლიდერია ავტოინდუსტრიაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კომპანიის განვითარებაში აქტიურად ჩავრთოთ ახალგაზრდები. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ „თეგეტა ჰოლდინგის“ გუნდში  ინოვაციური და საინტერესო იდეების მქონე ახალგაზრდები შემოვიერთოთ და ხელი შევუწყოთ მათ პროფესიულ განვითარებას,“ - აცხადებენ „თეგეტა მოტორსში“

ჰაკათონის ორგანიზებას „თეგეტა ჰოლდინგი“ კორპორაციული პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. ჰოლდინგი ოთხი მიმართულებით მუშაობს: განათლების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება და ინოვაციების მხარდაჭერა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...