1 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს

5 ოქტომბერი, 2020- საქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ბანკმა 9 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო. ფინანსური რესურსი თბილისის ისტორიულ უბან ავლაბარში, 65 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას მოხმარდება. Clocks Hotel Tbilisi საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით შემუშავებული პროექტის მიხედვით შენდება. პროექტის განხორციელების პროცესში  ამჟამად 52 ადამიანია დასაქმებული.  სასტუმროს  გახსნა 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება, რის შემდეგაც ობიექტი დამატებით 70 სამუშაო ადგილს შექმნის. 

პროექტზე მუშაობის პროცესში, სასტუმროს მენეჯმენტის ძირითადი მიმართულება ისეთი ადგილობრივი ბრენდის შექმნა იყო, რომელიც თავისუფლად გაუწევდა კონკურენციას ცნობილი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებს არამხოლოდ მაღალი ხარისხის მომსახურებით, არამედ შენობის დაგეგმარებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტებით. სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. გარდა გამორჩეულად დახვეწილი ნომრებისა, Clocks Hotel Tbilisi- ში განთავსდება 2 საკონფერენციო დარბაზი, 2 რესტორანი, ბარი, ტერასა თბილისის ულამაზესი ხედებით და გამწვანებული ეზო, რომელიც განსაკუთრებულად მყუდრო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს. 

განსაზღვრული სეგმენტი მოიაზრებს MICE ტურიზმის განვითარებას,  როგორც სხვადასხვა კომპანიების მასპინძლობითა თუ საქმიანი შეხვედრების ორგანიზებით, ასევე მოგზაურების და სხვა სტუმრების მიღებას. სამომავლოდ ასევე იგეგმება საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით ტურიზმის სექტორში დამატებითი პროექტების განხორციელება, რომლებიც საქართველოს რეგიონებში იქნება გადანაწილებული. 

პროექტის ჯამური ღირებულება 14 მლნ ლარს შეადგენს. 

“სასიხარულოა, რომ ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო შენდება. ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად რჩება, შესაბამისად სასიამოვნოა, რომ ბანკთან თანამშრომლობით Clocks Hotel Tbilisi საქმიანობას ავითარებს. სასტუმროს გახსნა 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება. მისი გამორჩეულად მაღალი ხარისხი და თანამედროვე დიზაინი პროექტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პარტნიორს ამ საინტერესო პროექტის განხორციელებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ ქოქოსაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...