1 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მაგთის 24 წლიანი ისტორია ახალი ლოგოთი გრძელდება

24 წელია მაგთი საქართველოსთვის მუშაობს:

 

  • ნერგავს უახლეს ტექნოლოგიებს
  • ქმნის საკომუნიკაციო სერვისებს
  • უზრუნველყოფს საიმედო კავშირს
  • აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას 

მაგთი  დღეს იუბილარია. მუდმივ განვითარებასა და პროგრესზე ორიენტირებული ბრენდი  თავის ისტორიას ახალი ლოგოთი აგრძელებს. 

მაგთის საქმიანობის არეალი წლებია გასცდა მხოლოდ მობილურ კომუნიკაციას და უკვე   3 მილიონზე მეტ მომხმარებელს სრულ სატელეკომუნიკაციო სერვისს სთავაზობს: მობილურ და ფიქსირებულ ტელეფონიას, სატელევიზიო და ინტერნეტმომსახურებას. 

კომპანიის განვითარებასთან ერთად, მაგთის ლოგოს დახვეწაც დადგა დღის წესრიგში. ლოგოში ფიჭის, როგორც მობილური კომუნიკაციის სიმბოლომ ფორმა იცვალა, ახალ რეალობას მოერგო და განახლებული სახით წარდგა. უცვლელი დარჩა ბრენდის იდენტობის მნიშვნელოვანი მახასიათებლები - მაგთის წითელი ფერი და სლოგანი  „კავშირი თქვენს სამყაროსთან“.

ლოგოს განახლება ერთ-ერთი კომპონენტია იმ საერთო ჯაჭვისა, რომელიც ასევე მოიცავს  პროდუქტების, მომსახურების ოფისების და ციფრული არხების  განახლებას. მაგთის მომსახურების განახლებული მოდელი უფრო მოქნილი, თანამედროვე, ახალ ტექნოლოგიებთან თავსებადი, ინტერაქტიული და მომხმარებელთან ახლო ურთიერთობაზე დამყარებული ხდება. 

მაგთის განახლებული ვებგვერდი დახვეწილი ვიზუალით, მოქნილი მენიუთი და გამარტივებული ნავიგაციით, მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული და მოსახერხებელი  გახდა. 

მობილური აპლიკაცია MyMagti, რომელიც სხვადასხვა საკომუნიკაციო სერვისის - მობილური ტელეფონიის, ფიქსირებული ინტერნეტის, IP და სატელიტური ტელევიზიის - მარტივად მართვის საშუალებას იძლევა და სულ მალე შესაძლებლობას მისცემს მომხმარებლებს, თავად შექმნან სასურველი პროდუქტი, რომელსაც მაგთი  2 კვირაში წარადგენს. 

„მე მიყვარს მაგთი“ -  ასე ჰქვია ახალ სიმღერას, რომლითაც მაგთი რებრენდინგს იწყებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...