1 5 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ბიზნეს აპი - დაადასტურეთ ერთზე მეტი დავალება ერთი დიჯიპასის კოდით

თიბისიმ ბიზნესის მხარდასაჭერად დამოუკიდებელი აპი შექმნა, რომელიც მნიშვნელოვნად გაუადვილებს ბიზნესს ოპერირებას და საქმიანობის მართვას. 

ახალი აპი ბიზნესს სამ ახალ ფუნქციონალს სთავაზობს: ერთი დიჯიპასის კოდით ერთზე მეტი დავალების დადასტურება, IBAN სკანერი და ბიზნესანგარიშების გადართვა აპლიკაციიდან გაუსვლელად. 

დიჯიპასი უნიკალური ერთჯერადი კოდია, რომელზე წვდომა მხოლოდ კომპანიის ხელმძღვანელს ან შესაბამის პასუხისმგებელ პირს აქვს. ის ერთგვარი უსაფრთხოების კოდია, რომლითაც კომპანია დაცულია. 

ერთი დიჯიპასით ერთზე მეტი დავალების დადასტურება აქამდე მხოლოდ ბიზნეს ინტერნეტბანკში იყო ჩაშენებული, ამიერიდან კი ეს ფუნქცია აპშიც ხელმისაწვდომია და მომხმარებლებს რამდენიმე წამში შეუძლიათ, მრავალი ფინანსური ოპერაცია შეასრულონ. 

ბიზნესს უკვე შეუძლია ახალი აპის გამოყენება. მარკეტინგულ სააგენტო Connect-ში ბიზნეს აპის გამოყენება მისი დანერგვის დღიდან დაიწყეს. კომპანიის დამფუძნებელი დავითი რიკიაშვილი ამბობს, რომ თავადაც, როგორც ფიზიკური პირი, თიბისის აპლიკაციის აქტიური მომხმარებელია, ხოლო ბიზნეს აპი კომპანიის ჭრილშიც მისთვის დიდი კომფორტია. 

 

Connect-ის  ძირითადი საქმიანობა ინტერნეტ მომხმარებლისთვის თანამედროვე და ადვილად გამოყენებადი ვებგვერდების, პლატფორმებისა და პროგრამების შექმნაა. Connect საქართველოში მსხვილი და საშუალო ბიზნესებისთვის სერვერულ მომსახურებას უზრუნველყოფს. 

"წარმოიდგინეთ, როდესაც გაქვს რამდენიმე ტრანზაქცია გასაკეთებელი — თუნდაც ხელფასები უნდა ჩარიცხო თანამშრომლებისთვის — და ამ ყველაფრისთვის მხოლოდ ერთხელ იყენებ დიჯიპასს. ვისაც ხელფასები ერთხელ მაინც გადაურიცხავს, მიხვდება, რა კომფორტზეც ვსაუბრობ. ბიზნეს აპი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. კმაყოფილი ვარ, რომ მის გასავითარებლად პროფესიონალი და ბიზნესზე ორიენტირებული ადამიანები ზრუნავენ. ამ ყველაფერს ვგრძობთ აპლიკაციის გამოყენების პროცესში",— ამბობს დავით რიკიაშვილი. 

მისი თქმით, აპლიკაცია შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად მხოლოდ მაშინ, როცა ის ნამდვილად მოერგება მომხმარებლის სურვილებს. Connect-ში ამბობენ, რომ აპთან ყოველდღიური შეხებით გარკვეულ სტატისტიკას ქმნიან და სამომავლოდაც დიდი ინტერესით დაელოდებიან ბიზნეს აპის განახლებას, რადგან ყველა ის სიახლე უყვართ, რაც ბიზნესს მხარს უჭერს  და ავითარებს. 

ბიზნეს აპს კიდევ მრავალი ფუნქცია დაემატება და ის ერთგვარი მენეჯერული აპლიკაცია გახდება, სადაც ბიზნესის მფლობელები და ხელმძღვანელები არა მხოლოდ ფინანსური ოპერაციების შესრულებას ან ინფორმაციის მიღებას შეძლებენ, არამედ სხვა მნიშვნელოვანი პროცესების მართვასაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...