1 5 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლაშა ფარულავა: „წინასაარჩევნოდ მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილება აძლიერებს ეჭვს, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას სარედაქციო პოლიტიკაში“

წინასაარჩევნოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ აძლიერებს ეჭვს, რომ ადგილი ჰქონდა შესაძლო ჩარევას სარედაქციო პოლიტიკაში, რამაც  გავლენა იქონია დირექტორის გადაწყვეტილებაზე - განაცხადა „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონმდებლობით ვალდებულია დაიცვას სამოქალაქო ინტერესების შესაბამისი თანასწორობა ახალი ამბების და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს შორის, აგრეთვე სრულად და ობიექტურად გააშუქოს საარჩევნო კამპანიის მსვლელობა და გაუკეთოს ორგანიზება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის წინასაარჩევნო დებატებს. 

„მნიშვნელოვანია მაუწყებელმა პოლიტიკურ პროგრამებში არ გამოხატოს თავისი აზრი და ასახოს საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებათა პლურალიზმი. სამოქალაქო პლატფორმა 20/20 საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას როგორც წინასაარჩევო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს და შემდგომ, გაუწევს მონიტორინგს და საზოგადოებას გააცნობს შედეგებს“- განაცხადა ფარულავამ. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მან განცხადებით უკვე მიმართა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...