1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ლელო საქართველოსთვის“ გუნდს ლევან სამუშია შეუერთდა

“ლელო საქართველოსთვის“ გუნდს ახალი წევრი ჰყავს. პოლიტიკურ გაერთიანებას  „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი - ლევან სამუშია შეუერთდა,  რომელიც დღეს ბრიფინგზე  „ლელოს“ თავმჯდომარემ  მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, „ლელო“ გაფართოებას ერთ-ერთი მთავარი მიზნისთვის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის აგრძელებს.

„ჩვენ მიერ დაწყებული ბრძოლა იქნება უკომპრომისო და მიმართული იმისკენ, რომ „ქართული ოცნება" ჩამოვაშოროთ მმართველობას. ეს იქნება აბსოლუტურად ახალი რეალობა ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ იმისთვის შევიქმენით, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ იმ ჩიხიდან, რომელშიც  „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა. ჩვენი პოლიტიკური პარტია პროფესიონალთა გუნდით კომპლექტდება. ჩვენ გვყავს უძლიერესი ეკონომიკური გუნდი და ზუსტად ვიცით, როგორ შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და გავაორმაგოთ ეკონომიკა. გარდა ამისა, ყველაზე ძლიერი იურისტთა გუნდია "ლელოში" თავმოყრილი, რაც მოსახლეობას დაცულობის შეგრძნებას უქმნის. სწორედ ასეთი პროფესიონალები არიან საჭირო საქართველოს პარლამენტში“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ბრიფინგის დროს ლევან სამუშიამ გუნდს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ლელო“ არის ახალი სიტყვა პოლიტიკაში, რომელიც ყველაზე მთავარს, ადამიანის უფლებებს იცავს.

„ლელო“ არის ის იმედი, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ქართულ პოლიტიკას. პარტია ორიენტირებულია ქვეყნის დასავლეთის მიმართულებით განვითარებისკენ. ჩემი პარტიაში გაწევრიანების მთავარი მიზეზი მათი იდეოლოგიაა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ემყარება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გუნდთან ერთად ქვეყანას მოვუტანთ სამართალს და ადამიანის უფლებები ზედმიწევნით დაცული იქნება,“- განაცხადა ლევან სამუშიამ.

ლევან სამუშიას „ლელოში“ გაერთიანებას გამოეხმაურა პარტიის გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე. მისი თქმით, გუნდი ღიაა ყველა იმ პოლიტიკოსისთვის, რომლებსაც “ლელოსთან“ საერთო ღირებულებები აერთიანებთ.

„ის ღირებულებები, რომელიც ჩვენ გვაქვს, ქვეყნის განვითარებისკენ არის  მიმართული. ჩვენთვის ლევან სამუშია ყოველთვის სამაგალითო პოლიტიკოსი იყო, რომელიც ებრძოდა დაჭაობებულ სისტემას და მისი შემოერთება არის მაგალითი იმისა, რომ პოლიტიკოსები ქვეყნის მომავლისთვის უნდა გავერთიანდეთ, რომ გამოვიდეთ იმ ჩიხიდან, სადაც მმართველმა გუნდმა შეგვიყვანა,“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...