1 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

“დანკინის” ამერიკული რესტორნების მენიუს საქართველოში პიცა დაემატა

“დანკინის” ამერიკული რესტორნების მენიუს საქართველოში პიცა დაემატა და ამიერიდან ერთგული მომხმარებლები იტალიური პეპერონის, მარგარიტას და  პიცის ყველით და ლორით  დაგემოვნება  მხოლოდ 5.50 ლარად შეეძლებათ.  

როგორც მოგეხსენებათ, გასულ წელს „ვისოლ ჯგუფმა“ ბიზნესის დივერსიფიკაცია განაგრძო და პიცერიების ქსელის შექმნა დაიწყო „ვენდისთან“ ერთად.  საქართველოს “ვენდი”-ს რესტორნებში “ვენდი”-ს პიცის კუთხეების გაყიდვების მაჩვენებელი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ ჯგუფმა გადაწყვიტა „დანკინის“ მომხმარებლებისთვისაც მიეცა საშუალება დაეგემოვნებინათ ყველაზე მოსახერხეელი ზომის (19 სმ დიამეტრის) უგემრიელესი იტალიური პიცები ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად. 

„სამომხმარებლო ბაზრის შესაბამისი კვლევების საფუძველზე და „ვენდისში“ პიცების კუთხის გაყიდვებით დავრწუნდით, რომ პიცა ჩვენს ქვეყანაშიც საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და პროექტის მაღალი ხარისხით შესრულების შემთხვევაში იდეა წარმატებული იქნება. „დანკინის“ პიცის გემოვნური თვისებები, მოსახერხებელი ზომა და ძალიან ხელმისაწვდომი ფასი მისი გაყიდვების მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ფაქტორებია, შესაბამისად, ვფიქრობთ „დანკინის“ მრავალფეროვან მენიუში კიდევ ერთი გემრელი შეთავაზების დამატება ამერიკულ რესტორნებს კიდევ უფრო საყვარელ თავშეყრის ადგილებად აქცევს”, – აცხადებს “დანქინი“-ს და “ვენდი”-ს გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე. 

ყველაზე გემრიელი პიცის შესაქმნელად კომპანიამ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იმუშავა იტალიელ კონსულტანტებთან ქ. ნაპოლიდან. ნაპოლი - იტალიური პიცის დაბადების ადგილია. სწორედ იტალიელ კონსულტანტებთან ერთად შეირჩა რესტორნებისთვის პიცის ასორტიმენტი, ინგრედიენტები და დანადგარები. „დანკინის“ პიცის ხარისხი და გემოვნური თვისებები სრულიად გამორჩეულია და ამაში მომხმარებელი თავადვე ადვილად დარწმუნდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...