1 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს

რე|ბანკი აგვისტოში 1 წლის ხდება. ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი შესთავაზა - ტოპ|ქარდი, განვადების შოპინგ ბარათი. ეს რეალურად ეფექტური 0%-იანი განვადების ბარათია, თუკი მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების დაწესებულ ვადებს დაიცავს.

ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში არ არის შესაძლებელი. მომხმარებელს ასევე შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით, ეფექტური 0%-დან, ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებში. ამასთან, მომხმარებელს ეძლევა საშუალება, 45-დღემდე საშეღავათო პერიოდით გაანაღდოს მის ტოპ|ქარდზე დაშვებული ლიმიტი ნებისმიერი ადგილობრივი ბანკომატიდან, განაღდების საკომისიო - 3%, მინ. 6 GEL.

რე|ბანკის საიუბილეო აქცია გულისხმობს შემდეგს:

ტოპ|ქარდის ყველა არსებულ მომხმარებელს და მათ, ვინც ახლა აიღებს ბარათს, 6-თვიანი ეფექტური 0%-ანი, ანუ სრულიად უპროცენტო 6-თვიანი განვადებით შეეძლება გადახდა ყველგან, მთელი აგვისტოს განმავლობაში. იქნება ეს სასტუმროს ჯავშანი ონლაინ თუ ადგილზე, ტექნიკა, ტანსაცმელი, სასურველი ნივთის გამოწერა უცხოური ან ადგილობრივი საიტიდან, მომსახურება სილამაზის სალონში თუ ესთეტიკის ცენტრში, ყველაფერი ბავშვისთვის თუ ოჯახისთვის - აგვისტოში ტოპ|ქარდით გადახდის შემთხვევაში, სრული დანახარჯი მომდევნო 6 თვეზე თანაბრად და ყოველგვარი დამატებითი საკომისიოს გარეშე გადანაწილდება.

ტოპ|ქარდს გაცემის და მომსახურების საკომისიო არ აქვს.

ტოპ|ქარდი კიდევ იმიტომაა კომფორტული, განვადების ლიმიტი (250-დან 5000 ლარამდე) წინასწარ მტკიცდება ბარათზე და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი, მომხმარებელს ყოველ ახალ შენაძენზე ახალი განვადების დამტკიცება არ უწევს.

ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს დადასტურებული შემოსავალი და სურს ტოპ|ქარდის აღება, ამის გაკეთება ონლაინ შეუძლია ბმულზე: https://rbnk.ge/App. დისტანციური იდენტიფიკაციის და განაცხადის შევსების 2-წუთიანი პროცედურა ძალიან მარტივი და დაცულია. დადასტურების შემთხვევაში კი ბარათი რე|ბანკის კურიერს ადგილზე მიაქვს თბილისის მასშტაბით. 

რე|ბანკის პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბანკის ვებ გვერდზე და კონტაქტ ცენტრში.

rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...