1 5 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით პირბადეების საწარმო „ჯეომასკი“ ფართოვდება

 

30 ივლისი, 2020 წელს- საქართველოს ბანკი ბიზნესების წახალისებას აგრძელებს. ამ მიზნით ბანკმა კომპანია "ჯეომასკთან’’ პარტნიორობა დაიწყო. თანამშრომლობის ფარგლებში მოხდა ფინანსური მხარდაჭერა საკერავი დანადგარის შესაძენად, რაც საგრძნობლად შეუწყობს ხელს პირბადეების წარმოების ზრდას. ეს კი პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საკერავი დანადგარი 3 შრიან სამედიცინო პირბადეებს აწარმოებს. აღნიშნულ პროექტზე  370 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.  საწარმოში ამ ეტაპზე 10 ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ კომპანია ექსპორტზე გასვლასაც გეგმავს.   

„საქართველოს ბანკმა პანდემიის პრევენციის მიზნით არაერთი ღონისძიება განახორციელა. სწორედ ამ სამოქმედო გეგმის ნაწილია პირბადეების ადგილობრივად წარმოების ხელშეწყობაც. მოხარული ვართ, რომ კომპანია „ჯეომასკი“ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს COVID 19 -ის წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩვენც, როგორც პასუხისმგებლიანი ფინანსური ინსტიტუტი ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ კომპანია  გეგმავს  პირბადეების აპარატების მთელი  ქვეყნის მასშტაბით განთავსებას, რაც უფრო ხელმისაწვდომს გახდის პირბადის შეძენა/ტარებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ,  საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...