1 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი აგრომიმართულების მხარდაჭერას განაგრძობს

30 ივლისი, 2020- საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. აგრომიმართულების ხელშეწყობის მიზნით,  ბანკისა და „შპს ყვარლის ბაგა“-ს პარტნიორობით კახეთის რეგიონში, ყვარელში, მეცხოველეობის ფერმა გაფართოვდა. 

კომპანია დაარსდა 2010 წელს კახეთში, კერძოდ, ყვარელში. ფერმის ძირითად საქმიანობას რძის წარმოება წარმოადგენს.  მაღალი ხარისხის რძის წარმოებას მაღალმწარმოებლური, ჰოლშტინის ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი განსაზღვრავს. ფერმა აგებულია ებრაული ფერმის მოდელის მიხედვით, რომელიც ევროპულ მოდელთან შედარებით, ფლობს რიგ უპირატესობებს, რაც ძირითადად მოიცავს პირუტყვის კომფორტს, ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობას. მიმდინარე ეტაპზე შპს ყვარლის ბაგას საშუალო თვიური წარმადობა შეადგენს 665 ათას ლიტრ რძეს. ფერმა დღეის მდგომარეობით 2,000-მდე ძროხას იტევს, რასაც ოპერირებას კომპანიის დაახლოებით 60 თანამშრომელი უწევს. რძის ხარისხი  ყოველდღიურად კონტროლდება ფერმაში არსებული ლაბორატორიული აღჭურვილობის საშუალებით. გარდა ამისა, საბოლოო ხარისხი თავად გადამამუშავებელ კომპანიებში მოწმდება. 

"ყვარლის ბაგა" საქართველოში რძის ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანიაა, რომლის მიზანია რძის წარმოების თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა რეგიონში. დაარსების დღიდან დღემდე მუდმივად ხდება საწარმოს გაფართოება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. სწორედ ამ მიზნით მოხდა ბანკის მიერ ფინანსური მხარდაჭერა, რამაც ჯამში დაახლოებით 5.8 მლნ ევრო შეადგინა. ინვესტიცია სხვადასხვა სამუშაოების დაფინანსების მიზნით, კერძოდ მსხვილფეხა საქონლის შეძენის, შიდა ინფრასტრუქტურის და საწარმოს გაფართოებისთვის ძირითადი საშუალებების (სადგომების მოწყობა; უახლესი ტექნიკის შეძენა) დაფინანსების მიზნობრიობით გაიცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...