1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში ბროილერის ქათმის ფერმა აშენდა

28 ივლისი, 2020- საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური თანამონაწილეობით კასპში, სოფელ ზემო ჩოჩეთში ბროილერის ქათმის ფერმა აშენდა. მეფრინველეობის ფერმა გათვლილია 1,800,000 (მილიონ რვაასი ათასი) ცალი ქათმის წარმადობაზე წელიწადში. პროექტის მიხედვით პროდუქციის დისტრიბუცია პირველ ეტაპზე მოხდა ადგილობრივ ბაზარზე, რაც მნიშვნელოვანად შეამცირებს მოთხოვნას იმპორტირებულ ქათმის ხორცზე. კომპანიის მიზანი იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლებაა. განვითარების შემდეგ ეტაპზე კომპანია ექსპორტზე გასვლას გეგმავს.

ფერმის როგორც მშენებლობისას, ასევე ექსპლუატაციის პროცესში კომპანიის მიერ   ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა (მინ. 90 %) დასაქმდა, რამაც  დადებით გავლენა იქონია ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.  პროექტში ინვესტიციის ჯამური მოცულობა 22 მლნ. ლარია. 

„საქართველო ბანკი სხვადასხვა დარგის,  ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას განაგრძობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვერდით დავუდგეთ ბიზნესს, რომელიც იმპორტირებული პროდუქტის უფრო მაღალი ხარისხის, ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლებას შეძლებს. კომპანიამ სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო ოპერირება და უკვე აქვს ამბიციური გეგმები.

მნიშვნელოვანია რომ ფერმაში დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა, რაც სოფლის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას და ჩვენს თავს ამ მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელების საქმეში“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...