1 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სავალუტო ფონდმა დაადასტურა სახელმწიფო საწარმოებში არსებული კატასტროფული მდგომარეობა - გიგლა მიქაუტაძე

გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში სახელმწიფო საწარმოების შესახებ, რომელმაც, ფაქტობრივად, დაადასტურა ის, რომ სახელმწიფოს მიერ მართული კომპანიები წარმოადგენს ეკონომიკის შავ ხვრელს და კორუფციის ბუდეს.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიების ფინანსური შედეგები გაუარესდა, რაც საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის. სავალუტო ფონდი ადასტურებს იმასაც, რომ სახელმწიფო საწარმოები საქმიანობენ არა მოგების მიღების მიზნით, არამედ ასრულებენ მთავრობის დავალებებს.

ჩვენ არაერთხელ გამოვააშკარავეთ ფაქტები სახელმწიფო საწარმოების შესახებ, როგორ მუშაობს უმეტესი მათგანი ზარალზე, როგორ უქმნიან ბარიერს კერძო კომპანიებს და როგორ ასაქმებენ ყოფილ ჩინოვნიკებს მაღალ ანაზღაურებად პოზიციებზე.

ქართულ ოცნებას ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს მათი გაჯანსაღებისთვის. პირიქით, წარმატებით გადაიბარა ეს სისტემა წინა ხელისუფლებისგან ყველა თავისი მანკიერებით და კიდევ უფრო მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენა ეს კომპანიები. ლელოს მოდელის მიხედვით, სრულად მოხდება სახელმწიფო საწარმოების პრივატიზება და მათი კერძო მენეჯმენტისთვის გადაცემა, რითაც ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება კორუფციისა და ნეპოტიზმის პრობლემა ამ კომპანიებში.

საქართველოს რკინიგზა, ენერგოტრანსი, საქართველოს მელიორაცია და სხვა მნიშვნელოვანი კომპანიები უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და არა ცალკეული ჩინოვნიკების გამდიდრებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...