1 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას ახალ ფორმატში განაგრძობს

20 ივლისი, 2020 - საქართველოს ბანკი სტუდენტური პროგრამა “ლიდერატორის“ განხორციელებას და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობას განაგრძობს. შექმნილი ახალი რეალობიდან გამომდინარე ბანკი სტუდენტებს დასაქმების ახალ ფორმატს სთავაზობს. Covid 19-ის პირობებში პროგრამა სრულიად გადაეწყო  ციფრულ სწავლებაზე და ის საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის III-IV კურსის სტუდენტებს  პროგრამის  ახალი, ციფრული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. 

ლიდერატორის ორი პროგრამის - ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონაცემთა მეცნიერების დისტანციურად განხორციელება უკვე დაიწყო. სტუდენტებმა დაასრულეს ტრენინგების ეტაპი და აქტიურად არიან ჩართულები სამუშაო პროცესში, რომელიც მოიაზრებს სრულიად Agile მეთოდოლოგიების გამოყენებას. ლიდერატორის დანარჩენი 7 პროგრამის განხორციელება აგვისტოდან დაიწყება. 

„განათლებისა და დასაქმების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ახალგაზრდა ლიდერების მომზადება საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ბანკი ზრუნავს კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი საუკეთესო ტალანტების მოზიდვასა და პროფესიულ განვითარებაზე. ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ  სტუდენტებს  პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კარიერული გეგმების განსაზღვრაში. საქართველოს ბანკი ამ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიღრმავონ პრაქტიკა მათთვის საინტერესო სფეროებში მუშაობით. გვინდა სტუდენტებს მხარდაჭერა გავუწიოთ, იპოვონ თავიანთი ნამდვილი ინტერესის სფერო, რათა მიიღონ მაღალი ხარისხის პრაქტიკული გამოცდილება, ყოველივე ეს გამოიყენონ, როგორც საკუთარი მომავლისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისათვის”,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

სტუდენტური პროგრამა ლიდერატორი სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით 2014 წელს შეიქმნა. ის სტუდენტებს სთავაზობს მათ სასწავლო პროცესზე მორგებულ გრაფიკს.  2020-ში დაგეგმილი ლიდერატორის სტუდენტური პროგრამები ყველაზე მრავალფეროვანი და მასშტაბურია და ის 9 მიმართულებას მოიცავს. ესენია: ინფორმაციული ტექნოლოგიები; მონაცემთა მეცნიერება; ბიზნესის განვითარების ანალიტიკა; ბიზნესის ეფექტურობა; კორპორაციული/ საინვესტიციო ბანკინგი და დაგროვილი ქონება; ფინანსური მენეჯმენტი; საცალო საბანკო მომსახურება (RB, SOLO) დაციფრული პროდუქტები; მცირე და საშუალო ბიზნესი. აღნიშნული პროგრამები  ბანკის მასშტაბით ჯამში 25 სხვადასხვა მიმართულებას და ბანკის შვილობილ კომპანია Galt & Taggart-ს მოიცავს. 

ლიდერატორის პროგრამა ანაზღაურებადია, გრაფიკი არის სტუდენტებზე მორგებული და მოიცავს ტრენინგს. ყველა მონაწილეს ყავს ინდივიდუალური მენტორი, რომელიც სწავლაში და სამუშაოს შესრულებაში  მას მხარს უჭერს, რთავს გუნდის საქმიანობაში და უბრუნებს უკუკავშირს. პროგრამების მონაწილეები სხვადასხვა დეპარტამენტებში იღებენ გამოცდილებას როტაციული პრინციპით. პროგრამის ხანგრძლივობა  6-12 თვემდე მერყეობს. ბანკში განხორციელებული სტუდენტური პროგრამების  შედეგად 80 საუკეთესო მონაწილე უკვე  საქართველოს ბანკის თანამშრომელია.   

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...