1 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

PSP-ს რჩეული ფარმაცევტული კომპანიის წოდება მეთხუთმეტედ მიენიჭა

PSP 15 „ოქროს ბრენდის“ მფლობელი ფარმაცევტული  კომპანიაა! რჩეული ფარმაცევტული ბრენდის წოდება მეთხუთმეტედ PSP-ს 17 ივლისს „Golden Brand”-ის XV დაჯილოდების ცერემონიალზე მიენიჭა.

დაჯილდოების ორგანიზატორები კომპანია GLOBAL IDEA და გაზეთი The FINANCIAL-ია. ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საერთაშორისო პალატა, შვეიცარია-საქართველოს ბიზნეს საბჭო და მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში. წლის ”ოქროს ბრენდს” ყოველწლიურად 200-მდე ექსპერტი და 2000 გამოკითხული მოქალაქე ავლენს. ჯილდო გადაეცემათ კომპანიებს, რომლებმაც წლის განმავლობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს და საზოგადოების მოწონება და აღიარება მოიპოვეს.

„PSP ლიდერი კომპანიაა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. მომხმარებლები და ექსპერტები 26 წლიანი წარმატებული საქმიანობის ისტორიისა და გამოცდილების მქონე ქართულ კომპანიას ირჩევენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ექსპერტებისა და საზოგადოების აზრით, ჩვენი საქმიანობით მაქსიმალურად კომფორტულს და სარგებლიანს ვხდით ჩვენი მომხმარებლების სილამაზეზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ექსპერტთა და მომხმარებლის აღიარება დამატებითი მოტივაციაა ჩენთვის წინსვლისა და ახალი საინტერესო პროექტების შესაქმნელად“ - აცხადებენ PSP-ში.  

R

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...