1 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბილაინი კომპანიებს სთავაზობს სმს პორტალს, რომელიც Big Data-ს დამუშავების შედეგად სასურველ მიზნობრივ სეგმენტზე შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობას იძლევა

პორტალის მეშვეობით კომპანიები თავად გეგმავენ და მართავენ სმს კამპანიებს 

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი ბილაინი კომპანიებს ახალ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ახლად დანერგილი სმს პორტალის მეშვეობით, რომელიც Big Data-ს ამუშავებს, მაქსიმალური სიზუსტით გამოავლინონ მათთვის საინტერესო სამიზნე სეგმენტი და სმს-ით მიაწოდონ მათზე მორგებული ინფორმაცია. პორტალი სრულად შეიქმნა ბილაინის გუნდის მიერ და პროდუქტის მუშაობის პრინციპი ინფორმაციის ზუსტად დამუშავებასა და შემდგომ მის მიზნობრივად გამოყენებაში მდგომარეობს.

პორტალის მეშვეობით კომპანიას თავად შეუძლია, მისთვის სასურველი სახელით გაგზავნოს ჯგუფური შეტყობინებები მომხმარებელთა სასურველ რაოდენობასა და ლოკაციაზე, შეამოწმოს გაგზავნილი კამპანიის სტატუსი, დაგეგმოს კამპანიები და იხილოს უკვე ჩატარებული კამპანიების შედეგები. კამპანიის დაგეგმვის მომენტში, კომპანიას შესაძლებლობა აქვს, გამოიყენოს ფილტრაცია ერთდროულად რამდენიმე მონაცემის მიხედვით: კომპანიის საკუთარი მომხმარებლების ბაზა; საქართველოს ნებისმიერი  რეგიონი (შესაძლებელია რამდენიმე რეგიონის ერთდროულად არჩევა); თბილისის ნებისმიერი უბანი (შესაძლებელია რამდენიმე უბნის ერთდროულად არჩევა); სმარტფონის ტიპის მიხედვით ფილტრაცია ბილაინის სრულ ბაზაზე; გასაგზავნი სმს-ის რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ პირადი მონაცემების დაცვის მიზნით, კომპანია ვერ ახდენს აბონენტების იდენტიფიცირებას და Big Data-ს მონაცემებიც  სრულად დეპერსონიზებულია.

პორტალი იძლევა დაწყებული კამპანიის შეჩერების, საჭიროების შემთხვევაში მისი კორექტირებისა და შემდგომ კამპანიის გაგრძელების შესაძლებლობას. პორტალშივე ხდება ინვოისის გენერირება ფილტრაციისა და სმს-ების რაოდენობის მიხედვით, სისტემით სარგებლობა კი ერთდროულად შეუძლია კომპანიის რამდენიმე თანამშრომელს, ისევე როგორც კამპანიების დაგზავნა  სხვადასხვა ბრენდის სახელწოდებით.

R

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...