1 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

500 startups- ის პირველ ნაკადში შერჩეულ სტარტაპებთან შეხვედრა გაიმართა

24 ივნისი, 2020- 500  startups- ის პირველ ნაკადში შერჩეულ სტარტაპებთან  შეხვედრა გაიმართა. სტარტაპებს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და საქართველოს ბანკის სტარტაპების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი ვახტანგ ვახტანგიშვილი ტექნოპარკში შეხვდნენ. სტარტაპებმა, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან, ღონისძიებაში დისტანციურად მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრაზე პროგრამის მიმდინარეობა განიხილებოდა. 

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს აქსელერატორის 500 Startups-ის აპლიკაციების მიღება დასრულდა. საერთო ჯამში 100-ზე მეტი განაცხადი საქართველოდან და მსოფლიოს შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა: აშშ, სლოვაკეთი, უკრაინა, ესტონეთი, გერმანია, პოლონეთი, იტალია, აზერბაიჯანი, ირანი და სხვა. 

საწყის ეტაპზე შემოსული განაცხადებიდან აქსელერაციის მომდევნო ეტაპზე 15 სტარტაპი გადავიდა, აქედან ცხრა სტარტაპი საქართველოდან არის (Cargon, CARU, CARDEAL, Phubber, Stack, LiveCaller, Tripcars, Influence Georgia, QuickCash AI), ხოლო დანარჩენი: ამერიკის შეერთებული შტატებიდან (Nextsale), სლოვაკეთიდან (Mandarin Solutions), უკრანიდან (FINMAP), არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან (Intrro), პოლონეთიდან (Raccoon.World) და ესტონეთიდან (WeGoTrip).  

500 Startups - ის აქსელერაციის შემდგომი ეტაპი - ონლაინ "ბუთქემფი“  15 ივნისს დაიწყო და 10 ივლისამდე გაგრძელდება. კურსი, როგორც ლექციებსა და ვორქშოფებს, ასევე მენტორებთან პირად შეხვედრებს მოიცავს. ამ პერიოდის განმავლობაში აქსელერაციის მონაწილეები საბაზისო, ფუნდამენტურ საკითხებს გაეცნობიან, როგორიც არის პროდუქტის განვითარება, მომხმარებელი, გაყიდვები და სხვა. 

საერთაშორისო ტოპ აქსელერატორი 500 Startups-ი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს  ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შემოვიდა. სამმხრივი ხელმოწერა 2020 წლის 20 თებერვალს განხორციელდა. 

500 Startups - ი  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვენჩურული კაპიტალის კომპანია და წამყვანი სტარტაპ აქსელერატორია. 2010 წლიდან, სილიკონ ველიზე მისი დაარსების დღიდან, 500 Startups-მა 2400-ზე მეტ კომპანიაში მოახდინა ინვესტირება. დღესდღეობით მისი კაპიტალი 600 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. მაღალი კლასის აქსელერატორის შემოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებასა და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას, ქართულ სტარტაპებს კი ეძლევათ შანსი, თავიანთი პროდუქტები გაიტანონ გლობალურ ბაზარზე.

R

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...