1 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

იმუშავე საიდანაც გინდა - აქ და ახლა თიბისი თავის გუნდს სამუშაო ლოკაციის არჩევანის თავისუფლებას აძლევს

აქ.ახლა, თიბისის გრძელვადიანი სტრატეგიული გადაწყვეტილებით, გუნდის თითოეულ წევრს  აქვს სრული თავისუფლება,  თავად აირჩიოს საიდან იმუშავებს - ოფისიდან, სახლიდან თუ მისთვის სასურველი ნებისმიერი სხვა ადგილიდან. კომპანიის ეს გადაწყვეტილება თიბისელებს სამსახურისა და პირადი ცხოვრების უკეთ დაბალანსების შესაძლებლობას მისცემს. 

თიბისისთვის თითოეული თანამშრომლის ბედნიერება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. კომპანიამ გუნდის წევრების მოსაზრების გასარკვევად, გამოკითხვა ჩაატარა და გადაწყვეტილებაც სწორედ ამ კვლევის შედეგების საფუძველზე მიიღო. 

გამოკითხვის მიხედვით, თიბისელების 74% დადებითად აფასებს დისტანციურად მუშაობას, 87% კი პერმანენტულ ან ნაწილობრივ დისტანციურად მუშაობას ანიჭებს უპირატესობას. როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, დისტანციურად მუშაობით გაიზარდა თიბისის გუნდის წევრების ცხოვრების ხარისხი და ბედნიერება. 

გარდა ამისა, თიბისის გადაწყვეტილებით, 2020 წლის განმავლობაში გლობალური პანდემიით გამოწვეული მიზეზებით არცერთი თანამშრომელი არ გათავისუფლდება და  გუნდის ყველა წევრი შეინარჩუნებს სამსახურს. 

„აქ და ახლა, თიბისი მუშაობის ახალ ეტაპზე გადადის და თანამშრომლებს უფრო მოქნილ, მათზე მორგებულ სისტემას სთავაზობს. ჩვენ მიმდინარე გამოწვევის დასაწყისშივე, მაშინ როდესაც თანამშრომლების 95% დისტანციურად მუშაობაზე გადავიყვანეთ, გააზრებული გვქონდა, რომ თიბისი აღარ იქნებოდა ისეთი, როგორიც 2020 წლის თებერვალში იყო. გამოწვევებთან ერთად, ახალი რეალობა თიბისისთვის ახალი შესაძლებლობების მომცემი აღმოჩნდა, რამაც დაგვანახა, რომ დისტანციურ რეჟიმში ჩვენი გუნდის წევრები უფრო ბედნიერები და პროდუქტიულები არიან. ოჯახთან ერთად მეტი დროის გატარების შესაძლებლობით კი მათი მოტივაცია კიდევ უფრო იზრდება. თიბისიმ გრძელვადიანი, სტრატეგიული ნაბიჯი გადადგა, რომელიც თანხვედრაშია კომპანიის მისიასთან - გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება. წინ საინტერესო პერიოდი გველის“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. 

თიბისიმ მიიღო გადაწყვეტილება, თანამშრომლებს არჩევანის უფლება მისცეს:

-      თიბისელები, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ სახლიდან იმუშაონ, დისტანციურად შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას;

-      თიბისლებს, ვისაც სამსახურში დაბრუნება სურთ, ამის შესაძლებლობა 15 ივნისიდან, ეტაპობრივად ექნებათ; 

წლის ბოლომდე, ოფისში მუშაობას თიბისის თანამშრომლების მხოლოდ 25% შეძლებს, ამ პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება უსაფრთხოების გამკაცრებული ნორმებიც.

R

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...