1 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტების და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო.

ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია სრულიად მოხალისეობრივად მესტიის მუნიციპალიტეტის 17-ვე ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელი, ზემო სვანეთის ლაგი დაფუძნებულია ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ENPARD III მესტიის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია ქეა ავსტრია და „პი-ემ-სი“ კვლევითი ცენტრი, ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზანს წარმოადგენს ზემო სვანეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, განსაკუთრებით კი საზოგადოების დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერა.

საქველმოქმედო აქცია ზემო სვანეთში გლობალური პანდემიის ფონზე აპრილის თვეში დაიწყო და 180-მდე შემომწირველის დახმარებით უკიდურესად გაჭირვებულ 128 შშმ პირსა და მარტოხელა ხანდაზმულს გადაეცა პირველადი  მოხმარების პროდუქტები და სურსათი. ვისოლი საქველმოქმედო აქციის მეორე ეტაპს შეუერთდა.

„შშმ პირები, მარტოხელა მოხუცები, მრავალშვილიანები, მარჩენალდაკარგულები და სოციალურად დაუცველები COVID-19 ვურუსის გავლენით დაზარალებულებს შორის ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფები არიან.  მათ სოციალურად დაუცველობის გარდა, გადაადგილების და პროდუქტებით მომარაგების პრობლემები აქვთ. შესაბამისად,  ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მოხალისეების ინიციატივა კრიტიკულად მნიშვნეოვანია და მოხარულნი ვართ, რომ „ვისოლის“ მცირე ძალისხმევით ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ჩვენს მხარდაჭერას,  პირველადი მოხმარების ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს მიიღებენ. აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

პანდემიის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში „ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის მერიასთან, წითელ ჯვართან და სამოქალაქო მოძრაობა „მეგობართან“ ერთად განხორციელებული საქველმოქმედო აქციებით რამდენიმე ათასი სიციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცის, შშმ პირის და მრავალშვილიანი ოჯახის მომარაგება შეძლო თბილისის მასშტაბით. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...