1 7 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

GM Pharma-ს ახალი სტრატეგიული პარტნიორი - ევროპული კომპანია „CINFA“

GM Pharma წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები)  იწარმოება საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

ბოლო პერიოდში GM Pharma-ს  პროდუქციაზე მოთხოვნილების მნიშვნელოვანი მატების გამო, განსაკუთრებით საზღვარგარეთ კომპანიის ზრდის მასშტაბებიდან გამომდინარე, გარკვეული პროდუქტების ფარმაცევტული წარმოების ევროპის სხვადასხვა კომპანიაში დაწყების აუცილებლობა დადგა.  ამიტომ  GM Pharma-ს და ესპანურ კომპანია  Cinfa-ს შორის გაფორმდა სალიცენზიო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც Cinfa კონტრაქტულ წარმოებაში GM Pharma-ს სტრატეგიული პარტნიორი გახდა. აღნიშნული სალიცენზიო შეთანხმების თანახმად Cinfa-მ მის საკუთრებაში მყოფ ევროკავშირის  GMP-სერტიფიცირებულ ქარხანაში GM Pharma-სთვის დაიწყო პრეპარატის - მონსერა - წარმოება.

მონსერა ესპანეთში წარმოებული  პროდუქტია, რომელიც წარმატებით გამოიყენება კარდიოვასკულური დაავადებების სამკურნალოდ მთელს მსოფლიოში. ცნობილია, რომ კარდიოვასკულური დაავადებები ხასიათდება გართულებების (ინფარქტი, ინსულტი) და სიკვდილობის  მაღალი მაჩვენებლებით, ამიტომ აღნიშნული კატეგორიის პაციენტთა მკურნალობისთვის თანამდროვე და ხელმისაწვდომი მედიკამენტების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

GM Pharma-ს პრეპარატთა  ჩამონათვალში არის თანამედროვე მედიცინისთვის აქტუალური პროდუქტები, რომლებიც რეკომენდებულია უკანასკნელი წლების  საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით.  სწორედ ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი - მონსერა -  დაემატა  GM Pharma-ს პორტფელს. უახლოეს მომავალში აღნიშნული პრეპარატი GM Pharma-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ დაინერგება საექსპორტო ბაზრებსა და საქართველოში, სულ ექვს ქვეყანაში.  

სინფა ჯგუფი წარმოადგენს მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის წლიურმა ბრუნვამ 2019 წელს ნახევარი მილიარდი ევრო შეადგინა. კომპანიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს 5 ფარმაცევტული ქარხანა და ჰყავს 2000 თანამშრომელი.

GM Pharma-ს სამომავლო გეგმებშია ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში (ამპულების, ლიოფილიზატების, ორალური ხსნარების საწარმოო სიმძლავრეების დამატება), წარმოების მოცულობის ხუთჯერადი გაზრდა, ყოველ წელს ერთი ახალი საექსპორტო ბაზრის დამატება (ევროკავშირის ფარმაცევტულ ბაზარზე შესვლის ჩათვლით) და 2025 წლამდე ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტის 100 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...