1 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

“აჭარაბეთი’’ განაგრძობს ქართველი სპორტსმენების მხარადაჭერას და წარმოგიდგენთ კომპანიის ელჩს მსოფლიო ჩემპიონს გიგა ჭიკაძეს

 

კომპანია “აჭარაბეთისთვის” მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.

ამჯერად “აჭარაბეთის” საპატიო ელჩი UFC-ის (Ultimate Fighting Championship)ქართველი მებრძოლი, მსოფლიოს ჩემპიონი კარატეში, კიკბოქსინგსა და ჯიუჯიცუში  გიგა ჭიკაძე გახდა. იგი არის პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელიც მედისონ სქვეარ გარდენში გამართულ ბრძოლაში მონაწილეობდა, ასევე იგი არის მსოფლიო ჩემპიონი კარატეში, კიკბოქსინგსა და ჯიუჯიცუში. საამაყოა, რომ ახლა სპორტსმენის გეგმები UFC-ს უკავშირდება, სადაც ის მნიშვნელოვან შეჯიბრებეს გამართავს.

ეს არ არის “აჭარაბეთის” და გიგა ჭიკაძის პირველი პარტნიორობა. “აჭარაბეთი” სპორტსმენს მხარს ჯერ კიდევ მაშინ უჭერდა, როდესაც იგი სპორტულ კარიერაში დამწყებ ნაბიჯებს დგამდა, სწორედ ამ პერიოდში გახდა სპორტსმენი მსოფლიო ჩემიპიონის ქამრის მფლობელი. “აჭარაბეთისთვის” ორმაგად საამაყოა, რომ გიგა ჭიკაძემ თავდაუზოგავი შრომით შეძლო და მიაღწია ასეთ წარმატებას და განაგრძობს სპორტულ კარიერას.

კომპანია “აჭარაბეთმა” და UFC-ის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ, თანამშრომლობის გრძელვადიანი მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც სპორტის მოყვარულებს ძალიან ბევრი საინტერესო სიახლე ელით.მნიშვნელოვანია, რომ გიგა ჭიკაძის შემდეგი ბრძოლა 16 მაისს  არის დაგეგმილი, რომელიც ერთ-ერთია იმ სამი ღონისძიებიდან, რომელსაც UFC ფლორიდაში (დახურულ კარს მიღმა) ჩაატარებს. სპორტის მოყვარულებს UFC-ისთვის თვალის დევნება ექსკლუზიურად adjarasport.tv -ზე შეუძლიათ.

აჭარაბეთის” მიზანია, რაც შეიძლება ბევრმა ქართველმა გაიგოს გიგა ჭიკაძის წარმატების შესახებ, უგულშემატკივროს მას და უსურვოს წარმატება. სწორედ ამ მიზნით კომპანია ბევრ საინტერესო სიახლეს პირდება სპორტის მოყვარულებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...