1 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ევროპაბეთის“ უფასო რეკლამით 30-მდე ბიზნესი უკვე სარგებლობს

·                 პოპმედიაში რეკლამის განთავსების სურვილი ასამდე ბიზნესმა გამოთქვა

1 მილიონი ჩვენება საჩუქრად - ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა „ევროპაბეთმა“ 25 აპრილს გამოაცხადა. პროგრამაში ჩართვის სურვილი 2 დღეში 100-მდე მეტმა ბიზნესმა გამოთქვა. კომპანიების რეკლამა პოპმედიის სამივე პორტალზე popsport.com, popmusic.ge და popx.ge მაისის ბოლომდე უსასყიდლოდ განთავსდება.

ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა „ევროპაბეთის” სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის responsible.ge ნაწილია.

„პროგრამის დასაწყისში დავაანონსეთ, რომ მასში ჩართული ბიზნესის რეკლამას მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში მილიონჯერ ნახავდა. გამომდინარე იქიდან, რომ პოპმედია სამ პლატფორმას აერთიანებს, არსებული სარეკლამო სივრცის მაქსიმალურად ეფექტურად გამოსაყენებლად მოგვიწია შემოსული განაცხადებიდან არჩევანი მცირე და საშუალო ბიზნესებზე გაგვეკეთებინა. რადგან მიგვაჩნია, რომ COVID-19-ის რეალობაში მათ მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდებათ. საბოლოოდ ჩვენი პროექტი მომხმარებელთან დაკავშირების სირთულეების გადალახვაში 30-მდე ბიზნესს დაეხმარება,“ -  აცხადებს „ევროპაბეთის” მარკეტინგის დირექტორი, პროექტის responsible.ge-ს ხელმძღვანელი, ლაშა გოგუა.

პროგრამაში ჩართული ბიზნესები:

·                  NairNairi - ნაირნაირი თასმებისა და მაისურების ბრენდი

·                  Shno - შნო - ლითონისა და ხის ავეჯის ქართული საწარმო

·                  Medsoft - სამედიცინო დაწესებულებების მართვის სისტემა

·                  Mob.ge; - ონლაინ პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეადაროს მობილურების ფასები საქართველოში არსებულ სხვადასხვა მაღაზიებს შორის სახლიდან გაუსვლელად

·                  Music House – „მუსიკის სახლი” მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიაა, რომელიც 16 წელია არსებობს და ამ დროისათვის 3 მაღაზიის სახით არის წარმოდგენილი, თბილისსა და ბათუმში

·                  Dé Aure - ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი, რომელიც მომხამრებელმა საქართველოს თემატიკაზე შექმნილი ნივთებით გაიცნო

·                   Luni.com.ge - კომპანია ლუნი მომხმარებელს პროექტირების, დაგეგმვისა და რემონტის მართვის მომსახურებას სთავაზობს

·                   Makhati Game – ქართული არასერიოზული სამაგიდო თამაში

·                  On-shop.ge; Hap.ge ; Altex.ge; bauma.ge;  - საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სარემონტო მასალების ონლაინ მაღაზიები

·                  Green Residence - დეველოპერული კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2011 წლიდან არსებობს

·                  Leaf.ge - ამერიკულ ქართული განათლების ცენტრი

·                  Kolo - ავტომობილის რეცხვის სერვისი

·                  Guide Batumi - ბათუმის ელექტრონული გზამკვლევი

·                  GIFme - GIF-ებისა და ფოტოების გადამღები აპარატი, რომელიც ასევე ადგილზევე ბეჭდავს გადაღებულ ფოტოებს. აპარატი განკუთვნილია წვეულებებისა და ღონისძიებების გასახალისებლად.

·                 Buppee - დაბადების დღეების ონლაინ პლატფორმა, სადაც საჩუქრებს თავად იუბილარები ირჩევენ, ხოლო მეგობრები სწორედ ამ არჩევანის საშუალებას ჩუქნიან მათ.

პოპმედია სამ საინფორმაციო ვებპორტალს აერთიანებს. საიტებს popsport.com, popmusic.ge და popx.ge დღეში საშუალოდ 100 ათასამდე უნიკალური ვიზიტორი სტუმრობს და სპორტის, მუსიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ უახლეს ამბებს, საინტერესო სტატიებსა და სხვადასახვაგვარ გასართობ მასალას ეცნობა.

---

ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა „ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი ბიზნესის პოლიტიკის გაგრძელებაა. პასუხისმგებლიანი თამაშის მასშტაბური კამპანია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. კამპანიის ფარგლებში ფუნქციონირებს ვებგვერდი responsible.ge, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველა ის ინოვაციური თუ კარგად გამოცდილი ტექნოლოგია და მეთოდი, რითაც „ევროპაბეთის მომხმარებლები სარგებლობენ.

„ევროპაბეთი 2015 წელს მთლიანად გადავიდა შვედური კომპანია BETSSON-ის (17 ბრენდი 10 ქვეყანაში) მფლობელობაში. პასუხისმგებლიანი თამაშის ქართულ ბაზარზე დანერგვა BETSSON-ის ერთ-ერთი პირველი ინიციატივაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...