1 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით ახალი ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს

27 აპრილი, 2020- საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. პიროვნული და პროფესიული განვითარების პლატფორმა „კაიკონას“ ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  სასკოლო განათლებაში ტექნოლოგიური დამხმარე საშუალებების შექმნის მიზნით ჰაკათონი გაიმართება. ჰაკათონის მიზანია სკოლის მოსწავლეებისთვის (მეშვიდედან - მეთორმეტე კლასის ჩათვლით) სწავლების პროცესი უფრო საინტერესო, მარტივი და ადვილად აღსაქმელი გახდეს. 

არსებულმა ვითარებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განათლების გაციფრულება. სამწუხაროდ, ქართულ ენაზე სულ რამდენიმე დამხმარე საშუალება, ვებგვერდი, აპლიკაცია, თუ ვიდეო არსებობს, რომელიც სასკოლო მასალის ათვისების პროცესში აქტიურად გამოიყენება. იმისთვის, რომ მოსწავლეებს სწავლების პროცესი მაქსიმალურად უფრო კომფორტული გავხადოთ, ჰაკათონის მთავარი ამოცანა იქნება სასკოლო მასალის ვიზუალიზაცია, ათვისება და გააზრება უფრო ინოვაციური გახდეს. 

ჰაკათონი 9-10 მაისს გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მოსწავლეს თუ მასწავლებელს შეუძლია. მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა  ტექნოლოგიების, გრაფიკული დიზაინის, განათლების, ფსიქოლოგიის, ანიმაციის, პროექტის მენეჯმენტის და სხვა კრეატიული სფეროებიდან რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე უნდა  გაიარონ:

https://docs.google.com/forms/d/1-CvKPRjvvujCbwn3H4cXsbXOVubAz-8kq01Lye4vBPk/viewform?edit_requested=true

 

ჰაკათონის 40-მა მონაწილემ 72 საათის განმავლობაში ქართველი მოსწავლეებისთვის უნდა მოიფიქრონ და შექმნან ტექნოლოგიური გადაწყვეტა: ვიდეო, ანიმაცია, ვებგვერდი, ონლაინ თამაში, აპლიკაცია ან პროგრამა. გამარჯვებული იდეის შერჩევის ერთი-ერთი მთავარი კომპონენტი იქნება მისი განხორციელებადობა, რათა იდეა თუ პროდუქტი მარტივად ინტეგრირდეს სასკოლო განათლების პროცესში. 

ჰაკათონის ფარგლებში პირველი ინფორმაციული, ონლაინ შეხვედრა 8 მაისს გაიმართება, სადაც ორგანიზატორები და განათლების სფეროში მომუშავე ადამიანები ისაუბრებენ განათლებისა და ტექნოლოგიების შესახებ. ისინი ჰაკათონის მონაწილეებს გააცნობენ არსებულ გამოწვევებს. მისცემენ რჩევებს, თუ რა კუთხით შეუძლიათ მიმართონ საკუთარი კრეატიული გადაწყვეტები. შემდეგი ორი დღის განმავლობაში დაკომპლექტება ჯგუფები და დაიწყება იდეებზე მუშაობა.  მესამე დღის ბოლოს, 10 მაისს იქნება ონლაინ პრეზენტაციები ჟიურის წინაშე. მოგებულ სამ იდეასა და გუნდს  გადაეცემა პრიზი, რათა მათ შეძლონ საკუთარი იდეის განხორციელება. ჰაკათონის შემდეგ გამარჯვებულ სამ გუნდს მენტორი სამი თვის განმავლობაში დაეხმარება მათი იდეის  დახვეწასა და  განვითარებაში.

 

განათლების შესაძლებლობები უსაზღვროა 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...