1 9 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ევროპაბეთსა და სპორტული ნარდის ფედერაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

კომპანია ევროპაბეთსა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ევროპაბეთი სპორტის ამ სახეობას აქტიურად დაუჭერს მხარს და მის განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანს.

ბოლო თვეების განმავლობაში ევროპაბეთმა ასევე გააფორმა პარტნიორობის ხელშეკრულებები საქართველოს ჭადრაკის, უძლიერეს მამაკაცთა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციებთან. კომპანია ასევე არის დინამო ბათუმის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი.

სპორტული ნარდის ფედერაციასთან გაფორმებული მემორანდუმი, ისევევ როგორც მანამდე გაფორმებული ყველა ხელშეკრულება, ევროპაბეთის პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაშის" ნაწილია.

რევაზ ცხოვრებაშვილი (საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი):


"მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ევროპაბეთს მხარდჭერისთვის. ნარდი ტრადიციული ეროვნული თამაშია. ასეთი ძლიერი კომპანიის ინტერესი უზომოდ გვახარებს, მათი გვერდში დგომა სპორტის ამ სახეობას პოპულარიზაციის მხრივ ძალიან გამოადგება. არსებულ ვითარებაში ტურნირების ციფრულ სივრცეში გადატანა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ევროპაბეთის პლატფორმა მოგვცემს საშუალებას, გავუმკლავდეთ შეფერხებებს. მომავალში ძალიან ბევრი საინტერესო და მასშტაბური ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც იმედი მაქვს, ჩვენი ახალი პარტნიორის მხარდაჭერით განვახორციელებთ".

მაშინ, როდესაც პანდემიის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სახლში დარჩენა მთავარი რეკომენდაციაა, იგეგმება სპორტული ნარდის ეროვნული ფედერაციის ეგიდით მიმდინარე სხვადასხვა ტურნირების ევროპაბეთის პლატფორმაზე ჩატარება. 

ევროპაბეთი სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმაა რეგიონში, რასაც ბოლო დღეების სტატისტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს. ნარდი, ბურა, დომინო, პოკერი - პოპულარულ სამაგიდო თამაშებს ევროპაბეთზე ერთდროულად რეგულარულად რამდენიმე ათასი ადამიანი თამაშობს. უფასო ტურნირები შაბათ-კვირას მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს, ზოგიერთი მათგანის საპრიზო ფონდი 10 000 ლარს აღწევს და მისი გაზრდა კიდევ იგეგმება. 

რამდენიმე თვის წინ ევროპაბეთმა ახალი პროექტის, "პასუხისმგებლიანი თამაში" დაწყების შესახებ ამცნო საზოგადოებას. კომპანია ეტაპობრივად ამბობს უარს ყველა ისეთ კომუნიკაციაზე, რომლებიც სცილდება მიზნობრივ აუდიტორიას და შეუძლებელი ხდება მაყურებლის ასაკის კონტროლი.

კამპანია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს - პასუხისმგებლობას ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. თითოეული მიმართულებით უკვე გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები, როგორიც არის: "დროის კონტროლის" ხელსაწყო, გარე რეკლამის აკრძალვა, თანამშრომლობა ფსიქოტერაპიულ ცენტრთან და ქართული სპორტის მხარდასაჭერი არაერთი პროექტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...