2 1 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მე-40 სეზონი - პიარსკოლაში ახალი ჯგუფების მიღება დაიწყო

30 მარტიდან პიარსკოლაში ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების გაზაფხულის კურსი იწყება. როგორც პიარსკოლაში ამბობენ, კურსი გათვლილია მათთვის, ვინც კომუნიკაციების სფეროთი არის დაინტერესებული და სურს შეიძინოს, როგორც თეორიული ცოდნა, ასევე გამოიმუშავოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

საიდან გაჩნდა კურსის შექმნის იდეა?

პიარსკოლის ისტორია 13 წლის წინ დაიწყო, როცა თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, მაიკო ძირკველიშვილსა და ჯეპრას დამფუძნებლებს გაუჩნდათ იდეა, შეექმნათ სასწავლო კურსი, რომლის მთავარი მიზანი საქართველოში პიარის, როგორც პროფესიის სრულყოფილი განვითარება და პროფესიონალი კადრების მომზადება იქნებოდა.

პიარსკოლა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბაზაზე შეიქმნა და დღემდე მისი პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი “პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგილი კომუნიკაციების კურსს” ყველაზე წარმატებულ პროექტად ასახელებს. 

რას მოიცავს კურსი და რა უპირატესობები აქვს მას?

პიარსკოლის მთავარი უპირატესობაა პრაქტიკოსი ადამიანებისგან შექმნილი ლექტორების გუნდი და დასავლურ სტანდარტებზე მორგებული სასწავლო მეთოდი, რაც გულისხმობს თეორიულ მეცადინეობასთან ერთად, პრაქტიკული სამუშაოების განხორციელებას. 3 თვის განმავლობაში, მსმენელები რეალურ ქეისებზე დაყრდნობით ამზადებენ საკომუნიკაციო სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, რომელსაც პრეზენტაციის სახით კურსის ბოლოს წარუდგენენ ლექტორებს. მნიშვნელოვანია, რომ სადიპლომო ნაშრომების მომზადებაში ჩართულები არიან და კონსულტაციას უწევენ პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ კონსულტანტები. სწორედ ეს განაპირობებს, რომ პიარსკოლელი, პიარსკოლის დამთავრების შემდეგ, მზად არის დასაქმდეს კომუნიკაციების სფეროში და პრაქტიკაში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით დაგეგმოს და  განახორციელოს პიარ აქტივობები.

კურსზე ისწავლება 12 ძირითადი საგანი: ეფექტური კომუნიკაციები, მარკეტინგული კვლევა, პიარი, მარკეტინგი, ბრენდინგი, ვიზუალური მარკეტინგი, ივენთმენეჯმენტი, მედიამენეჯმენტი, რეკლამა და მედია განთავსება, ამბის თხრობის ხერხები, სოციალური მედია და BTL.

2020 წლიდან კურსს ახალი საგანი „ამბის თხრობის ხერხები“ დაემატა, რომელსაც ციფრული მედია პლატფორმა Movement-ის დამფუძნებლები, ანანო ბაკურაძე და ეკატერინე ქადაგიშვილი გაუძღვებიან.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა გაუ თბილისი პიარსკოლის სერტიფიცირებული დიპლომი. ამასთანავე, 3 საუკეთესო სტუდენტს გადაეცემა 12 ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი, რაც მათთვის დასაქმების დამატებითი შესაძლებლობა იქნება.  

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

პიარსკოლა 13 წელია რაც არსებობს და ამ ხნის განმავლობაში მას 1600-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. ამიტომაც, შევქმენით Facebook ჯგუფი „პიარსკოლის ალუმნი“, რომელშიც პიარსკოლის ყველა კურსდამთავრებულია გაწევრიანებული. 2019 წლიდან პიარსკოლელებს აქტიურად ვაწვდით სიახლეებს სხვადასხვა ვაკანსიების შესახებ, მათთვის ვმართავთ ღია ლექციებს სხვადასხვა საკომუნიკაციო თემებზე. სამომავლოდ, ვგეგმავთ ჯგუფის ფუნქციების გაფართოებას და პიარსკოლელებისთვის საინტერესო შეთავაზებებისა და აქტივობების წამოწყებას.

პიარსკოლა აქტიურად იწყებს ღია ლექციების გამართვას სხვადასხვა საკომუნიკაციო თემებზე ნებისმიერი მსურველისთვის სრულიად უფასოდ. გარდა ამისა, ჩვენი კურსი წლიდან წლამდე ახლდება და სხვადასხვა საინტერესო საგნები ემატება.

რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა ეძებს საკომუნიკაციო კურსებს?

თუ ჯერ არ იციან, რას აპირებენ გაზაფხულზე - პიარსკოლა მათ თავგადასავლებით სავსე 3 თვეს სთავაზობს, სადაც გარდა ცოდნისა ღირებულ ურთიერთობებს დაამყარებენ თავიანთ ჯგუფელებთან თუ ლექტორებთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...