0 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

წინასაახალწლოდ სასტუმრო "ბაკურიანი ინნ"_მა მედიის, საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლებს და ცნობილ სახეებს უმასპინძლა.

სტუმრების გახალისებასა და განწყობაზე სხვადასხვა ბიზნესკომოანიებმაც იზრუნეს. გალა ვახშამზე სპეციალური გათამაშებაც გაიმართა.

ღონისძიების ერთ-ერთი პარტნიორი იყო საერთაშორისო ბრენდი, ღვინის მაღაზია VINO&VINO, რომელიც საპრიზო ფონდში სამი რჩეული ღვინით წარსდგა.

საერთაშორისო კომპანია VINO&VINO-მ,  ერთი წლის წინ, საქართველოში ღვინის პირველი მაღაზია გახსნა და ყაზბეგის 31 მყუდრო,  საინტერესო და სასიამოვნო გარემომ მოიცვა. მაღაზიაში მოსულ სტუმარს შესაძლებლობა აქვს  პროფესიონალი სომელიეების რეკომენდაციით რჩეულ გემოებს და  მსოფლიო ღვინის უნიკალურ კოლექციას გაეცნოს. 

ღვინის მაღაზია  VINO&VINO 30-მდე კონცეპტუალურ ღვინის ბუტიკსა და მაღაზიას აერთიანებს. 500-ზე მეტი დასახელების ღვინო რჩეული ღვინის კოლექციას ქმნის  მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

კომპანიის მიზანია, ღვინის მოყვარულებს აქამდე უცნობი განსაკუთრებული გემოები მთელი მსოფლიოდან შესთავაზოს  და ხელი შეუწყოს ადგილობრივი  მცირე მარნების განვითარებას და პოპულარიზაციას.

ძველი,  კლასიკური სამყაროს ღვინოებს ახალი სამყაროს ეგზოტიკური გემოები ენაცვლება, რომელიც ტრადიციული ტექნიკით დაყენებული ქართული ღვინის კოლექციასაც მოიცავს.  ქართული სელექცია განსხვავებული, საინტერესო და კონცეპტუალურია.

ღვინის ექსპერტებმა საუკეთესო ქართული ღვინოები და ცქრიალა ღვინოები მთელი საქართველოდან შეაგროვეს. განსაკუთრებული პოპულარობით აქ მცირე საოჯახო მარნებიდან წარმოდგენილი კოლექციები სარგებლობს. VINO&VINO მხარს უჭერს ადგილობრივი მეღვინეობის განვითარებას და მაღაზიაში წარმოდგენილ ქართული ღვინის რჩეულ გემოებს მომხმარებლებს ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს.

VINO&VINO-ში წარმოდგენილია ისეთი ღვინის მწარმოებლები, რომელთაც სხვაგან ვერ შეხვდებით.

საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, პორტუგალია, ავსტრია, ახალი ზელანდია, ავსტრალია, არგენტინა, ჩილე, სამხრეთ აფრიკა, აშშ - ეს ის ღვინის მწარმოებელი ძირითადი ქვეყნებია, რომელთა განსაკუთრებული კოლექცია VINO&VINO-ს მაღაზიაში დაგხვდებათ. 

VINO&VINO-ს ღვინის მაღაზიაში განსაკუთრებულ სივრცესაც აღმოაჩენთ – ეს რეზერვების ოთახია, სადაც პრემიუმ კლასის ღვინოები ინახება. საფრანგეთის შატო დისკოს, შატო მარგოსა და მსოფლიოში ცნობილი მეღვინეების გაიას ოჯახის ღვინოების შესახებ მაღაზიის პროფესიონალი სომელიეები უფრო დეტალურად მოგითხრობენ. VINO&VINO-ში ცნობილი ავსტრიელი ქალი მეღვინის, ელენა ვოლხის სრული კოლექციაა წარმოდგენილი.

VINO&VINO-ში განსაკუთრებულ ადგილი სპეციალურად თქვენთვის შერჩეულ ცქრიალა ღვინოს უჭირავს, როგორც საქართველოდან ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

და თუ სტატიის ბოლოს, თავი რჩეული ღვინის ბოკალით ხელში, წინასაახალწლოდ აციმციმებული ღამის ქალაქის ფონზე წარმოიდგინეთ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს:

VINO&VINO-ში  საახალწლო 20%-იანი ფასდაკლება შერჩეულ კოლექციაზე 17 დეკემბრიდან დაიწყო. მისულ სტუმარს ღვინის ექსპერტები სიამოვნებით დაგეხმარებიან თქვენთვის სასურველი გემოს შერჩევაში და ღვინის გემოვნურ თვისებებსა და ხასიათზეც მოგიყვებიან.

VINO&VINO - შენი მეგზური ღვინის სამყაროში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...