0 0 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკისა და ანაგის წინასაახალწლო შეთავაზება მომხმარებელს

27 დეკემბერი, 2019- საქართველოს ბანკი მის პარტნიორთან „ანაგი დეველოპმენტთან“ ერთად მომხმარებელს წინასაახალწლო შეთავაზებას უკეთებს. ახალი წელი ახალი შენაძენისთვის  საუკეთესო  დროა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს რომელთაც სურთ ახალ წელს ახალ სახლში შეხვდნენ, აქვთ შესაძლებლობა, 31 იანვრამდე „ანაგი დეველოპმენტის“ Park Home-ში უძრავი ქონება 15%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ.  მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით კი საქართველოს ბანკი მათ სპეციალურ პირობებს შესთავაზებს. კერძოდ:

 

იპოთეკური სესხი ევროში:

·        პირველი 6 თვე-  ფიქსირებული 1%  - დან  

·        6 თვის შემდეგ- ლიბორს + 5,8% (მინ.5.4%)  - დან

·        ეფექტური საპროცენტო განაკვეთი-  5,95% - დან

იპოთეკური სესხი დოლარში:

·        პირველი 6 თვე- ფიქსირებული  3%  - დან  

·        6 თვის შემდეგ- ლიბორს + 5,4% (მინ. 7.3%)  - დან

·        ეფექტური საპროცენტო განაკვეთი-   8.1% - დან

 

საქართველოს ბანკისა და „ანაგი დეველოპმენტის“ საახალწლო შეთავაზება მომხმარებელს სასურველი უძრავი ქონების ფასდაკლებით შეძენასა და სესხის საუკეთესო პირობით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.

 

 შეხვდით ახალ წელს ახალი შენაძენით! მოიწყეთ  საკუთარი კუთხე და დაივიწყეთ კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებული დისკომფორტი.

 

ინფორმაციისთვის, „ანაგი დეველოპმენტი“ 30 წლიანი ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ახალი მიმართულებაა. Park Home ანაგი დეველოპმენტის პირველი, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ვაკეში, ი.ჭავჭავაძის გამზირიდან 200 მეტრის დაშორებით, ახალ გზაზე, ვაკის პოლიციის და კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. Park Home-ს ვაკის ტერიტორიისთვის უპრეცენდენტოდ დიდი, საკუთარი - 8000 კვ.მ სარეკრეაციო სივრცე აქვს, რომელიც დაცულ შიდა ეზოს, გამწვანებულ ტერასებს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს მოიცავს. დამატებით Park Home-ის მიმდებარედ მოეწყობა 2 ჰა ფართის პარკი, რომლის განაშენიანებაში ანაგი დეველოპმენტიც მიიღებს მონაწილეობას. Park Home-ში ბინები ბარდება კომფორტ სტანდარტ + კონდიციით. ეს არის ბინის ჩაბარების სრულიად ახალი სტანდარტი ანაგი დეველოპმენტისგან. კომფორტ სტანდარტ + გულისხმობს კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ მდგომარეობას გათბობის და კონდიცირების სრული სისტემით და ჭკვიანი სახლის ელემენტებით. Park Home-ში ბინების ფართი 49 კვ.მ-დან იწყება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...