0 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

HUAWEI Nova 5T - აღბეჭდე დაუვიწყარი მომენტები

 სმარტფონი თითოეული ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მას უკვე დიდი ხანია, რაც მხოლოდ ზარების განხორციელებისთვის აღარ ვიყენებთ და უბრალოდ აქსესუარსაც აღარ წარმოადგენს. შესაბამისად, მომხმარელბების მხრიდან მაღალი კრიტერიუმების დაწესების გამო, ყოველწლიურად ტექნიკის მწარმოებლები აქცენტს არამხოლოდ დიზაინზე,  არამედ სმარტფონების ფუნქციებზე აკეთებენ. კომპანიები მუდმივად ცდილობენ მომხმარებლები  მრავალფეროვანი სიახლეებითა და გაუმჯობესბული მახასიათებლებით, უნიკალური დიზაინითა და ახალი ფუნქციებით გააოცონ.

როდესაც HUAWEI-მ  nova 5T შექმნა, მომხმარებლის წინაშე წარსდგა  6.26 ინჩიანი ეკრანი, ეს იყო ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი და წარმატება კომპანიისთვის. HUAWEI-ს სურდა შეექმნა სმარტფონის გამორჩეული ეკრანი, რომელიც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას და გაუმჯობესებულ გამოცდილებას შესთავაზებდა მომხმარებელს - ეკრანი სრული გაფართოებით, რომელიც მომხმარებელს შოკში ჩააგდებდა. „ჩვენ უნდა შეგვექმნა ისეთი ტექნოლოგია, რომ მიგვეწოდებინა პრემიუმ ხარისხი წარმოუდგენელი პარამეტრებით - სმარტფონი მხოლოდ 7.87მმ. სისქემდე, წარმოუდგენლად მსუბუქი,  მხოლოდ 174 გრამი. ჩვენმა დიზაინერებმა ბევრი იმუშავეს ეკრანის განათებასა და კონტრასტზე, ისე რომ შეგვექმნა 3D ეფექტი. შედეგი უნიკალური აღმოჩნდა,“ - განმარტავენ HUAWEI-ს ტექნოლოგები.

გაფართოვებული ეკრანი და  მეტი ფუნქცია შენს მოწყობილობაში - ასე აფასებენ სპეციალისტები nova 5T -ის შესაძლებლობებს. გაფართოებულ ეკრანთან ერთად, ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული (AI) ხუთმაგი  კამერათა სისტემა, 32 MP-იანი წინა კამერის ჩათვლით, საუკეთესო ფოტო და ვიდეო გადაღების შესაძლებლობას გთავაზობთ. ახალი მოდელი, ულტრა ფართო კუთხის, მაკრო გადაღებისა და სიღრმის ამომცნობი ლინზების საშუალებით, საუკეთესო გამოსახულებას უზრუნველყოფს, ნებისმიერ დროსა და გარემოში.  

მნიშვნელოვანია, რომ HUAWEI-ს რთული Al ტექნოლოგია აიდენტიფიცირებს  ისეთ პარამეტრებს, როგორებიცაა: ლურჯი ცა, გამწვანება, ყვავილები, ზღვის სანაპირო. ამოცნობის შემდეგ კი ავტომატურად აკავშირებს თითოეულ სცენარს შესაბამის პარამეტრთან, შედეგად კი ვიღებთ აქამდე წარმოუდგენელი ხარისხის  ფოტო და ვიდეო მასალებს.  HUAWEI-ს ზემოხსენებულ პარამეტრებთან ერთად, არ დავიწყებია ე.წ. სელფის მოყვარულებიც, ექსპერტების შეფასებით, გაუმჯობესებული მახასიათებლების წყალობით, HUAWEI nova T5 სელფის გადაღებისთვის საუკეთესო სმარტფონად დასახელდა.

 

HUAWEI Nova სერიამ თანმიმდევრულად შეიტანა ინოვაცია დაბალი განათების ტექნოლოგიაში, რაც შეეხება  HUAWEI nova 5T-ს, მან   ღამის გადაღების მიმართულებით, ყველა მოლოდინს გადააჭარბა.  

HUAWEI-მ გამოიყენა მრავალი წლის გამოცდილება და კვლევები იმისთვის, რომ შეექმნა საუკეთესო სისტემა მობილურ მოწყობილობებში. Kirin 980 შესაძლებლობას იძლევა მომხმარებელმა შეასრულოს სხვადასხვა დავალებები წამებში. nova 5T-ში, წინა მოდელებთან შედარებით,   CPU მაჩვენებლები 75%-ით, ხოლო AI 120%-ითაა გაზრდილი. HUAWEI nova 5T   გამორჩეულია ელემენტის წარმოუდგენელი შესაძლებლობებითაც. 3,750 mAH ელემენტით, სმარტფონი შეუფერხებლად მუშაობს ინტენსიური გამოყენების პირობებშიც კი.  

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...