0 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

1-8 დეკემბერს, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი ჩატარდება

1-8 დეკემბერს, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი ჩატარდება. წელს ფესტივალი საიუბილეო თარიღს აღნიშნავს.

ფესტივალი 1 დეკემბერს 19:30 კინოთეატრ “ამირანში” ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით - „შანტაჟი“  გაიხსნება. ფილმის ჩვენება ცოცხალი მუსიკის თანხლებით გაიმართება. სპეციალურად  „შანტაჟისთვის“ გახსნის ცერემონიალს 2007 წელს შექმნილი მუსიკის ავტორი, კომპოზიტორი - ნილ ბრენდი დაესწრება. კომპიზიციას შეასრულებს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით.

უკვე მესამე წელია, რაც  თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის  ფარგლებში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გასცემს პრიზს - “ადამიანის უფლებები კინოში”. აღნიშნული პრიზი ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაწესდა, რომელიც ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება. ფესტივალის ფარგლებში, ადამიანის უფლებების საუკეთესოდ ამსახველ თემატიკაზე 7 ფილმია ნომინირებული. თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია 8 დეკემბერს გაიმართება. დახურვაზე ნაჩვენები იქნება მიხეილ კობახიძის ფილმი - „ქორწილი“

ქართული პანორამა

მე-20 ფესტივალის ფარგლებში მხოლოდ ეროვნული კონკურსი გაიმართება. „ქართული პანორამის“ ფარგლებში გამარჯვებული 3 ნომინაციაში გამოვლინდება: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი და საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. ეს ტრადიციული სექციაა, სადაც გასული წლის ყველაზე საინტერესო ქართული ფილმების ჩვენება იმართება. პროგრამის მიზანია, ქართველ კინემატოგრაფისტებს ხელი შეუწყოს ფართო აუდიტორიის წინაშე საკუთარი ნამუშევრის წარდგენაში.

„ქართულ პანორამას“ ტრადიციულად გერმანელი ცოლ-ქმარი, კინო და ვიდეო-ინსტიტუტის „არსენალის“ და ბერლინის კინოფესტივალის „ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმის“ დამფუძნებლები - ერიკა და ულრიხ გრეგორები შეაფასებენ. ასევე ჟიურიში იქნება ჰეზერ სტიუარტი - ბრიტანული კინოს ინსტიტუტის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ნიკოლას სელი - ალფონსო კუარონის ოსკაროსანი ფილმის „რომას“ პროდიუსერი და პაბლო დე ვიტა - არგენტინელი კინოკრიტიკოსი.

PLAY  UK

ყოველწლიურად კინოფესტივალის ფოკუსში ერთი ქვეყნის კინონამუშევრები ექცევა. წელს ეს ქვეყანა ბრიტანეთია. ფესტივალის და ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით, პროგრამა უახლესი, გამორჩეული ბრიტანული ფილმების ჩვენებას, ბრიტანული კლასიკური კინოს მცირე რეტროსპექტივას და სხვა აქტივობებს მოიცავს. წლევანდელ ფესტივალზე ბრიტანულ ფოკუსს PLAY UK ჰქვია.

 

ბრიტანული პროგრამის კიდევ ერთი კომპონენტია 90 წამიანი ფილმების კონკურსი - „დეპიკტი!“. კონკრეტულად ამ კონკურსის ჟიური 20 საუკეთესო ფილმს შეარჩევს. ჟიურის წევრები დავით ჯანელიძე, ნუცა ალექსი-მესხიშვილი და რიჩ უორენი - ბრისტოლის კინოფესტივალის დირექტორი არიან.

რეჟისორი ფოკუსში“ - კარლოს რეიგადასი

წელს ფესტივალზე, „რეჟისორი ფოკუსში“ არგენტინელი  რეჟისორი კარლოს რეიგადასია, რომელსაც საპატიო პრომეთე გადაეცემა. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი თიბისი სტატუსთან ერთად კინოს მოყვარულებს 8 დეკემბერს ლეგენდარულ რეჟისორთან შეხვედრის საშუალებას მისცემს.

2007 წელს ფილმმა - “მდუმარე სინათლე” კანის კინოფესტივალის ჟიურის გრანპრი მოიპოვა და რეიგადასს ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორის სახელი დაუმკვიდრა. ზოგიერთი კრიტიკოსი ამ ფილმს ათწლეულის საუკეთესო ფილმად მიიჩნევს. ფილმისთვის ”წყვდიადის შემდეგ ნათელი”  რეიგადასმა კანში, 2012 წელს საუკეთესო რეჟისურისთვის მიიღო პრიზი. მისი უახლესი ფილმი, „ჩვენი დრო“, 2018 წელს ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა.

ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი წარმოგიდგენთ სექციებში: „ჰორიზონტები“, „ამერიკები“, „ევროპული ფორუმი“.

კინოფესტივალის პროგრამა იხილეთ შემდეგ ბმულზე - tbilisifilmfestival.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...