0 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი SWIFT gpi გლობალური გადახდების ინოვაციურ სისტემაში ჩაერთო

15 ნოემბერი, 2019- საქართველოს ბანკი ინოვაციური  სერვისებისა და პროდუქტების დანერგვას განაგრძობს. საქართველოს ბანკი პირველი კორპორატიული ბანკია საქართველოში,  ვინც  SWIFT gpi გლობალური გადახდების სისტემაში სრულად ჩაერთო.  SWIFT gpi არის ახალი სტანდარტი საერთაშორისო სავალუტო  ტრანზაქციებში, რომელიც პროცესს ხდის უფრო სწრაფს და გამჭვირვალეს. ინოვაციური სისტემა იძლევა ტრანზაქციების მარშუტის ონლაინ რეჟიმში შემოწმების, ტრანზაქციების საკომისიოების გამჭვირვალობისა და ეფექტური ანგარიშსწორების შესაძლებლობას. SWIFT–მა შექმნა ერთიანი გლობალური პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ბანკებს ეძლევათ შესაძლებლობა უფრო ეფექტურად, დროის მოკლე მონაკვეთში მოახდინონ ტრანზაქციების განხორციელება და განაახლონ ტრანზაქციის მიმდინარე სტატუსები, ასევე ნახონ მონაწილე ბანკების მიერ ტრანზაქციასთან დაკავშირებული საკომისიოები. 

SWIFT gpi პროდუქტის დანერგვამდე,  საერთაშორისო სავალუტო გადარიცხვებში მონაწილე ბანკებისთვის  ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მაშინ, როდესაც აღნიშნული ტრანზაქცია ხვდებოდა მათ სისტემაში. შესაბამისად, პროცესი არ იყო ისეთი გამჭვირვალე, როგორც ახლა. ინოვაციური სისტემის დანერგვამდე ბანკებს არ გააჩნდათ მიმდინარე სტატუსი და სრული სურათი ტრანზაქციებზე არსებულ ჯაჭვში. 

SWIFT gpi-ის სერვისით უკვე 3500-ზე მეტი ბანკი სარგებლობს და დღითიდღე იზრდება მონაწილე ბანკების რაოდენობა, რადგან აღნიშნული პროდუქტი დიჯიტალიზაციის მიმართულებით  არის  მნიშვნელოვნად  წინ გადადგმული ნაბიჯი. ხოლო საქართველოს ბანკი კი პირველი კორპორატიული ბანკია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც  Swift GPI მომსახურების სრულუფლებიანი წევრი გახდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...