0 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება Startup Grind Tbilisi გაიმართა

11 ნოემბერი, 2019- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გაიმართა.  Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება თავს უყრის მსოფლიოს წარმატებულ სტარტაპებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებსა და ექსპერტებს იმისთვის, რომ რეგიონი მიმზიდველი გახადოს მსოფლიოს წარმატებული ბიზნესებისთვის, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას.   

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მხარი დაუჭიროს ისეთ ტექნოლოგიურ სამიტებს, რომელიც არის ძალიან კარგი შესაძლებლობა  ქართული და რეგიონალური კომპანიებისა და სტარტაპებისთვის ინვესტიციების მოსაზიდად, ახალი კავშირების დასამყარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად. მასშტაბური ღონისძიების მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მოესმინათ ისეთი კომპანიების დამფუძნებლებისა და წარმომადგენლებისთვის, როგორებიც არიან: Google, Glovo, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift, Nexus Partners. საერთაშორისო დონეზე  ახალი კავშირების და პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად, კონფერენცია ძალიან კარგი  შესაძლებლობაა “,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

Startup Grind-ის ფარგლებში, საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება -Startup Grind Europe-Asia Connect - ი „სილიკონ ველისა“ (8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) სამიტის შემდეგ, რიგით მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა. Startup Grind-ი ყველაზე დიდი საერთაშორისო ქსელია სტარტაპებისთვის და განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი კომპანიებისთვის, რომელიც 600-ზე მეტ წარმომადგენლობას და 2 მილიონ წევრს, ასევე,   20-ზე მეტი ქვეყნიდან 30-ზე მეტ სპიკერს აერთიანებს. ორი დღის განმავლობაში თბილისში მიმდინარე ტექნოლოგიური კონფერენცია მრავალფეროვან სესიებსა და ფორმატებს მოიცავდა, რომლებზეც მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპის მასშტაბით არსებულ ახალ მიღწევებზე და შესაძლებლობებზე. ღონისძიებას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...