0 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკმა Strands- თან ერთად პერსონალური ფინანსური მენეჯერი (PFM) დანერგა

1 ნოემბერი, 2019- საქართველოს ბანკმა მის პარტნიორთან, Strands-თან ერთად მომხმარებლის ინტერესების დაკმაყოფილებისა და  ინოვაციური,  პერსონალიზებული ციფრული ბანკინგის განვითარების მიზნით, პერსონალური ფინანსური მენეჯერი (PFM) შექმნა. 

პერსონალური ფინანსური მენეჯერი მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებზე, რათა მათ უკეთ აკონტროლონ ფულადი სახსრები და სწორად განკარგონ საკუთარი ფინანსები.   ასევე მიიღონ სრული და დახარისხებული ინფორმაცია საკუთარი ფინანსების, შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ. მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის გამიზნული ინსტრუმენტი დაეხმარება მათ მიიღონ ინფორმაცია ხარჯებისა და შემოსავლის კატეგორიზაციის, დინამიკის, ამონაწერისა და კალენდარის მიხედვით. იმისათვის, რომ მომხმარებელმა აღნიშნული ინფორმაციით სარგებლობა შეძლოს, მან mBank-ში ავტორიზაციის შემდგომ ნავიგაციის მენიუში უნდა აირჩიოს სპეციალური TAB-ი - ფინანსები. 

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მომხმარებელს მათ საჭიროებაზე მორგებული  პროდუქტი თუ სერვისი შესთავაზოს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა პირადი ფინანსური მენეჯერი, რომლის გამოყენებაც მომხმარებელს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს  ფინანსების პრაგმატულ განკარგვას, სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას. ასევე, დაეხმარება ხარჯების სწორ მენეჯმენტში. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, რომ მომხმარებელს ინდივიდუალური და ეფექტური რეკომენდაციები და რჩევები მივცეთ“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. 

„ამ პარტნიორობით საქართველოს ბანკმა კიდევ ერთხელ აჩვენა მისი ინოვაციური, მომხმარებლის ინტერესებზე დაფუძნებული მიდგომა საბანკო სერვისებისადმი. ეს  არის პირველი შემთხვევა კავკასიის რეგიონში, როდესაც  ფინანსურმა ინსტიტუტმა ხელოვნულ ინტელექტზე დაფუძნებული  ციფრული ფულის მართვის გადაწყვეტა შესათავაზა საკუთარ მომხმარებელს ”, - განაცხადა ერიკ ბრიაევამ, Strands– ის გენერალურმა  დირექტორმა. 

პერსონალური ფინანსური მენეჯერი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, დააკვირდეს კონკრეტულ  პერიოდში  რა ხარჯები და შემოსავლები ჰქონდა მას როგორც  კატეგორიების, ასევე  სხვადასხვა სექტორების მიხედვით (მაგ: კვება, ტრანსპორტი, კომუნალურები და ა.შ.) გარდა ამისა, თვალი ადევნოს საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების დინამიკას თვეების ჭრილში. კალენდარის გვერდზე კი მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ეს ინფორმაცია  ვიზუალურად ნახოს თვეებისა და დღეების ჭრილშიც კი, რათა შეაფასოს რომელი დღე იყო მისთვის ხარჯიანი და რომელი შემოსავლიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...