0 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კონკურსმა „ქართული ა“ გამარჯვებულები გამოავლინა

შრიფტების კონკურსის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. პროექტი, რომელიც დიზაინერ ზვიად ციკოლიას და თიბისი ბანკის ინიციატივით უკვე მეორედ ტარდება, თიბისის წარმატებული პროექტის #წერექართულად ფარგლებში შეიქმნა.

„ქართული ა“ მიზნად ისახავს ქართული დამწერლობის ადაპტირებას თანამედროვე სამყაროსთან, მის გავრცელებასა და პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კონკურსში გამარჯვებული ახალი ქართული შრიფტები გაციფრულდება და ფონტების სახით მოხმარებაში დაინერგება.

გამარჯვებულები  ჟიურიმ შემდეგ ნომინაციებში გამოავლინა.

·                     ლაკონური - (ლაკონური, ადვილად კითხვადი შრიფტი)

1 ადგილი - ალექსანდრე ჩარკვიანი

2 ადგილი - ალექსანდრე ჩარკვიანი

·                     აკადემიური - (კლასიკური, აკადემიური შრიფტი)

1 ადგილი - ალექსანდრე ჩარკვიანი

2 ადგილი - სერგო ტიტენკოვი

·                     მხატვრული - (მხატვრული შრიფტი)

1 ადგილი - ჯუმბერ ბეჭვაია

2 ადგილი - ლიზი ქანდარია

·                     გაკრული - (გაკრული ან ხელნაწერი, ციფრულად კონვერტირებული შრიფტი)

1 ადგილი - ზურაბ მიმინოშვილი

2 ადგილი - ალექსანდრე ჩარკვიანი

·                     ფუტურისტული - (ქართული დამწერლობის კონცეპტუალური განვითარება, ქართული შრიფტის ახლებური, ინოვაციური ხედვა)

1 ადგილი - ლაშა გიორგაძე

2 ადგილი - ზურაბ მიმინოშვილი

·                     ტექნიკური - (ტექნიკური შრიფტი ტექნიკური პროგრამების მიმართულებით გამოსაყენებლად)

1 ადგილი - დათო ხარაშვილი

2 ადგილი - მექი გიორგაძე

·                     ადაპტირებული - (ხშირად გამოყენებადი ლათინური შრიფტის ქართული ვერსია)

1 ადგილი - ალექსანდრე ჩარკვიანი

2 ადგილი - დათო ხარაშვილი

·                     თანამედროვე ა

1 ადგილი - ლაშა გიორგაძე

2 ადგილი - გიორგი ახუაშვილი

 

გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცემათ. პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი 2000 ლარით დაჯილდოვდება, მეორე ადგილზე გასული კი - 1000 ლარით.

კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულ კონკურსანტს ერთ კატეგორიაში მხოლოდ ერთი შრიფტის წარდგენა შეეძლო, თუმცა მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ნამუშევრები სხვადასხვა კატეგორიაში დაერეგისტრირებინათ. მონაწილეებს შრიფტების სახით ქართული ანაბანის 33-ვე ასო უნდა წარმოედგინათ. წელს კონკურში მონაწილეობას 200-მდე ნამუშევარი იღებდა.

ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე - www.Georgiana.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...