0 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თეგეტა შენთან ერთად ბიზნესისთვის

ღონისძიება „სპეც-ტექნიკის დღეები“

კამპანიის „თეგეტა შენთან ერთად ბიზნესისთვის“ ფარგლებში 26 ოქტომბერს, თეგეტა მოტორსმა  შვილობილ კომპანიებთან, თეგეტა თრაქ ენდ ბასთან და თეგეტა კონსტრაქშენ ექვიფმენტთან ერთად გამართა მასშტაბური ღონისძიება „სპეც-ტექნიკის დღეები“ შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფში“.

თეგეტა მოტორსი , შვილობილ კომპანიებთან ერთად, არაერთი წელია ოპერირებს სპეც-ტექნიკის მიმართულებით და ხელს უწყობს ადგილობრივი პროექტების განხორციელებას, აქტიურად თანამშრომლობს ყველა იმ მსხვილ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიასთან, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს.  თანამშრომლობის ფარგლებში, კონტრაქტორი კომპანიები სარგებლობენ ჰოლდინგის მიერ შეთავაზებული მსოფლიოს წამყვანი პრემიუმ ბრენდების პროდუქციით და მათი შემდგომი მომსახურებით.

 „სპეც-ტექნიკის დღეებზე“ წარმოდგენილი იყო გერმანული უმსხვილესი ბრენდი MAN-ის, ბრიტანული #1 სამშენებლო ტექნიკის ბრენდი JCB-ისა და საგზაო ტექნიკის და ასფალტის ქარხნების შვეიცარული მწარმოებელი Ammann-ის პროდუქცია.

ღონისძიების პირველი ნაწილი შედგა სამშენებლო ობიექტზე, სადაც სტუმრებს საშუალება მიეცათ ადგილზე ენახათ სპეც-ტექნიკის მუშაობა,  შეეფასებინათ მათი შესაძლებლობები და უპირატესობები.

„სპეც-ტექნიკის დღეების“ მეორე ნაწილი დაეთმო პრეზენტაციებს, ამავე ნაწილში პრეზენტაციით წარსდგა თეგეტა აკადემია. აკადემიის მთავარი მისიაა შექმნას ტრენინგების ისეთი პლატფორმა, რომლითაც აამაღლებს სხვადასხვა კომპანიების და მათი თანამშრომლების ცოდნას, მათ შორის სპეც-ტექნიკისა და მისი გამოყენების მიმართულებით. სტუმრებს ასევე საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ კომპანიისა და მასში შემავალი ბრენდების სიახლეებს, ინოვაციებსა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს. პრეზენტაცია დაასრულა თიბისი ლიზინგმა, რომელმაც მოწვეულ სტუმრებს გააცნო კომპანიის სტრატეგია და ახალი პროექტები.

ღონისძიების მთავარი პარტნიორი გახლდათ ბიზნესის ხელშემწყობი #1 ბანკი თიბისი და ლიდერი სალიზინგო კომპანია თიბისი ლიზინგი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...