0 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ანდრო სემეიკოს გამოფენა გაიმართება

SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში 26 ოქტომბერს ანდრო სემეიკოს გამოფენა გაიმართება. გამოფენა 26 ნოემბრამდე გასტანს და ევგენია ტაბიძის ხსოვნას მიეძღვნება.

გამოფენა დაფუძნებულია ცისფერყანწელ პოეტთა ნაწარმოებებზე, მათ ცხოვრებასა და იმ სოციო-პოლიტიკურ გარემოზე, რომლის დროსაც ისინი ქმნიდნენ თავიანთ ნაწარმოებებს. გალერეა „ერთში“ წარმოდგენილი იქნება ანდრო სემეიკოს ფერწერული ინსტალაციები, სადაც საზღვრები ცისფერყანწელთა პოეზიასა თუ მხატვრის სპონტანურ ხაზებს შორის ბუნდოვანია, აბსტრაქტული და ზოგჯერ რეალისტურიც. გამოფენის გახსნასთან ერთად გაიმართება წიგნის პრეზენტაცია- “ვაჟა ფშაველას გააზრება”. ავტორები-ანდრო სემეიკო, მანანა ანთელიძე და ანა კორძაია-სამადაშვილი წიგნის შესახებ ისაუბრებენ.

SOLO და Erti Gallery-ს შორის არსებული თანამშრომლობა უკვე ერთ წელს ითვლის, რომლის ფარგლებშიც, მოეწყო ხუთი, საქართველოს ხელოვნების ისტორიისთვის მნიშვნელოვანი გამოფენა. ყოველი გამოფენის შემდეგ კი გამოიცა წიგნი, რომელთა ავტორებიც მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან. SOLO და Erti Gallery-ს პარტნიორობა მიზნად ისახავს ხანგრძლივი და პროდუქტიული თანამშრომლობის დამყარებას როგორც ცნობილ, ასევე ახალგაზრდა, დამწყებ ხელოვანებთან, საერთაშორისო დონის კურატორებთან, სახელოვნებო ინსტიტუციებთან. ასევე, საქართველოს სახელოვნებო სივრცის მეტ პოპულარიზაციას და ამით დამატებითი სტიმულის მიცემას მსოფლიოს მასშტაბით ნიჭიერი არტისტებისთვის, რათა ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გაერთიანდნენ.

„SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო. SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ყოველი გამოფენიდან SOLO-მ შეიძინა თითო ნამუშევარი, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების მიზნით სოლო ლაუნჯებში გამოიფინა“,- განაცხადა SOLO Lifestyle-ის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიქოვანმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ:

www.SOLO.ge;

http://facebook.com/www.SOLO.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...