0 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ფესტივალი ეს არის ერთ-ერთი საინტერესო პლატფორმა, სადაც მოსულ სტუმარს შეუძლია გაეცნოს როგორც ცნობილ ღვინოებს, ასევე დააგემოვნოს დამწყები მეღვინეების პროდუქცია“

გურჯაანის ღვინის ფესტივალი2019   სტუმრებისთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა

12 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკი,  ღვინის ფესტივალი გაიმართა.  მეღვინეობის ქალაქმა ფესტივალს წელს მესამედ უმასპინძლა და მის ფარგლებში წარმოდგენილი იყო, როგორც გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული, ასევე დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები. ფესტივალმა სტუმრებს ამ ყველაფერთან ერთად  ღვინოსთან შეხამებულ ტრადიციულ კერძებიც დაახვედრა.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019-ის მიზანს ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების პოპულარიზაცია წარმოადგენს. წელს, ფესტივალი წელს 20000-მდე შიდა თუ საერთაშორისო ტურისტს სტუმრობდა მთელი საქართველოდან და მეგობარი ქვეყნებიდან. წელს, ფესტივალი ჩაერთო კამპანიაშიც #Spend4SeasonsInGeorgia.  ეს დღე სტუმრებისთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

ფესტივალმა, რომელიც 14:00 საათზე დაიწყო, სტუმრებს საინტერესო პროგრამა შესთავაზა. 250-ზე მეტი მეღვინისა და მეწარმის მიერ წარმოებული ღვინო და ხელნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. 40-ზე მეტი მეღვინეობის, საგამოფენო, გასართობი, რეკრეაციული, საბავშვო, ახალგაზრდული, სარესტორნო, ეთნოგრაფიული ექსპოზიციები, სამუზეუმო, სამეწარმეო და სოფლის ნომათის კუთხეები, სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, რომლებმაც  მოსულ სტუმარს უმაპინძლა. მუსიკალურ გარემოზე 20-ზე მეტი ადგილობრივმა და მოწვეულმა მუსიკალურმა ჯგუფებმა იზრუნეს. მათ შორის, თბილისის ბიგ-ბენდი, ქართული ხმები, ანსამბლი გურჯაანი, ხარება, გუფი ლენდი, ლაუდსპიქერსი დაშ.

„გურჯაანის ღვინის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა,რომელიც მეღვინეობის მიმართულებით რეგიონებში იმართება. წელს ყველაზე მეტი მეღვინე  მონაწილეობდა, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა საკუთარი ნაწარმი წარმოედგეინა და გაეცნო ფართო საზოგადოებისთვის. ესენი იყვნენ, როგორც მცირე მარნების წარმომადგენლები, ასევე მსხვილი მეწარმეებიც. ფესტივალი ეს არის ერთ-ერთი საინტერესო პლატფორმა, სადაც მოსულ სტუმარს შეუძლია გაეცნოს როგორც ცნობილ ღვინოებს, ასევე დააგემოვნოს დამწყები მეღვინეების პროდუქცია. ღვინის წარმოების ყველას თავისი ტრადიცია აქვს. მოსულმა სტუმარმა დააგემოვნა არამხოლოდ კახური ღვინო, არამედ აქ იყო წარმოდგენილი ღვინო ცაგერიდან, რაჭიდან, ბაღდათიდან, შიდა ქართლიდან და ა.შ. პროცეში ასევე ჩაერთო კერძო სექტორიც. „საქართველოს ბანკმა“ მნიშვნელოვანი პრიზი დააწესა იღბლიანი მეღვინესთვის - გათამაშების გზით, გამარჯვებული მეღვინე  გაემგზავრება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღვინის  კონფერენციაზე და 4 დღის განმავლობაში გაეცნობა უახლოეს ტექნოლოგიებს,“ - ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა. მისივე თქმით, გურჯაანი უკვე ნელ-ნელა  ყალიბდება თავსი ტრადიციაებითა და შესაძლებლობებით მეღვინეობის ქალაქად.

მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელი ფესტივალის გამარჯვებული ღვინო ვაჩნაძიანის ველი და მეღვინე გივი თავთეთრიშვილი გახდა, რომელსაც საქართველოს ბანკმა საჩუქრად გადასცა საგზური, ღვინის გამოფენაზე შვედეთში.

ღვინის სამშობლოს სახელი ჩვენ უკვე გავიტანეთ საზღვარგარეთ და ამ ზეიმსაც ბევრი უცხოელი სტუმარი ესწრება. დღეს საქართველო ღვინის წარმოებაში მთავარი და წამყვანი ქვეყანაა - ყველაზე ძველი, ყველაზე საინტერესო და სამომავლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი, რამეთუ ჩვენთან უკვე ვითარდება ბიოღვინის მრეწველობა, რადგან ჩვენ უკვე წინასწარ ვიცით რა სჭირდება მსოფლიოს მომავალში. გლეხებმა თავად დაიწყეს ღვინის წარმოება, რაც ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია. ბედნიერი ვარ, რომ ბევრი ქალი ჩაუდგა ამ საქმეს სათავეში და ძალიან წარმატებულადაც. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან ცოცხალი, ძალიან ენერგიული, და ძალიან წინდახედულია“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფესტივალზე სტუმრობისას. მისივე თქმთ, საქართველოს ისტორიაში აღორძინება ყოველთვის ვენახით იწყებოდა. როცა შემოვიდოდა დამპყრობელი, გაანადგურებდა ვენახს, ქართველი გლეხი ისევ ვენახის გასაშენებლად შრომობდა, რასაც მოჰყვებოდა ქვეყნის აღორძინებაც.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019,  ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში გაიმართა და მისი მხარდამჭერი იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და ხორციელდება გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი - დავით სონღულაშვილის პატრონაჟით. გურჯაანის ღვინის ფესტივალს გენერალურ სპონსორობას სს “m² უძრავი ქონება“ , სპონსორობასსაქართველოს ბანკი ბიზნესი“ უწევდა.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...