0 4 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

იპონური ხარისხის სიმბოლოდ აღიარებული საავტომობილო ბრენდი #MAZDA

თუ თქვენ აფასებთ იაპონურ ხარისხს, კომფორტს და ეკონომიას, ასეთ შემთხვევაში Mazda-ს მარკის ავტომობილები სწორედ თქვენთვის არის შექმნილი. შესანიშნავი დინამიკა, დახვეწილი ინტერიერი და იაპონური ხარისხი, ეს ის მახასიათებლებია, რაც Mazda-ს ყველასგან გამოარჩევს. Mazda-ს დიზაინის საფუძველი - ფანტაზია და წარმოსახვაა, რაც ავტომობილს სიცოცხლეს შთაბერავს და ჰქმნის მაქსიმალურ კომფორტს მძღოლისთვის.

კომპანია 1920 წელს დაარსდა იაპონიაში. ბრენდი თავდაპირველად „Toyo Kogyo Co“-ს სახელით ოპერირებდა ბაზარზე, ხოლო Mazda-ს სახელის ქვეშ ბრენდი ოფიციალურად 1984 წლიდან გაერთიანდა. ბრენდის პირველი სრულყოფილი ავტომობილი 1960 წელს გამოსული Mazda R360 იყო. ბრენდის ისტორია ახალ საფეხურზე ახლა, 2019 წელს გადადის, 23 ოქტომბერს ტოკიოს ავტოშოუზე მაზდა წარმოადგენს თავის პირველ ელექტრო ავტომობილს.

ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უპირატესობას SkyActive ძრავი წარმოადგენს, რაც უზრუნველყოფს, რომ ავტომობილი იყოს ერთდროულად ეკონომიური და მძლავრი, იზრუნოს გარემოზე, იყოს თანამედროვე და კომფორტული. SkyActive ძრავი ეკონომიურობას აღწევს  საწვავის შემფრქვევი უახლესი სისტემის მეშვეობით, რომელიც ავტომობილს აძლევს საშულებას არ დაკარგოს სიმძლავრე და კომფორტი მართვის დროს.

ბრენდის ინჟინრების მთავარ ამოცანას წარმოადგენს შექმნან ავტომობილები, რომლებიც მართვისას მაქსიმალური კომფორტით, გამძლეობით და ეკონომიურობით გამოირჩევიან.

მაზდა ცენტრი თეგეტას შოურუმში წარმოდგენილია როგორც სედანი, ასევე SUV კლასის  ქროსოვერ მოდელები: Mazda 3, Mazda 6, Mazda CX3, Mazda CX5 და Mazda CX9. ქროსოვერ მოდელებში Mazda CX3 მაგალითია, თუ როგორ შეიძლება იყოს მაღალი გამავლობის ავტომობილი ერთდროულად ეკონომიური და მძლავრი, მას 100 კმ.-ის დასაფარად მხოლოდ 6.3 ლ. საწვავი სჭირდება. ამასთანავე მაზდას ბრენდის ავტომობილებში მინიმუმამდე არის დაყვანილი გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებები და არ აბინძურებს გარემოს.

მაზდას ავტომობილების დათვალიერება და ტესტდრაივის გავლა შეგიძლიათ კომპანიის ოფიციალურ შოურუმში - თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. #142.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...