0 4 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აღმოაჩინე ტექნოლოგიური ევოლუცია პირველმა - მსოფლიოში უახლესი 5G პროცესორი Kirin 990 და უსადენო ყურსასმენი FreeBuds 3 - HUAWEI-სგან

კომპანია HUAWEI-მ მსოფლიოში პირველი 5G პროცესორი - Kirin 990 წარადგინა. პროდუქტის პრეზენტაცია ბერლინში გამართულ IFA 2019-ზე შედგა, სადაც მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ბრენდების ინოვაციური პროდუქტები იყო წარმოდგენილი. 

ღონისძიებაზე დიდი ყურადღება მიიქცია და წარდგენისთანავე მსოფლიო ტექნოლოგიური მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა - ინოვაციური, 5G ტექნოლოგიის მქონე, 7 ნანომეტრიანი  Kirin 990, რომელიც იკავებს უმცირეს ადგილს თქვენს  მოწყობილობაში და მოიხმარს ნაკლებ ენერგიას.  

„Kirin 990  მსოფლიოში პირველი 5G ტექნოლოგიით აღჭურვილი ჩიფსეტია, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს გამოსცადონ უწყვეტი და უკონკურენტო 5G კავშირი“, - განაცხადა რიჩარდ იუმ. მისივე შეფასებით, Kirin 990 შექმნილია იმისათვის, რომ ახალ ტექნოლოგიურ ეპოქაში სრულად გაამართლოს მომხმარებელთა მოლოდინები. „Kirin 990  სრულიად განახლებულია ენერგოეფექტურობის,  AI გამოთვლებისა და ISP-ის თვალსაზრისით, რომელსაც სმარტფონების გამოცდილება სრულიად ახალ დონეზე გადაჰყავს“. 

Kirin 990  პირველი 5G ტექნოლოგიის მქონე ფლაგმანური პროცესორია, რომელიც იყენებს „და ვინჩის“ არქიტექტურაზე აგებულ ორმაგი ბირთვის მქონე NPU- ს, რომელიც შედგება დიდი და მცირე ბირთვებისგან. მათ შორის, დიდი ბირთვები დატვირთული მუშაობისას უზრუნველყოფს მაღალ ეფექტიანობასა და ენერგოეფექტურობას. ფოტოგრაფიის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, Kirin 990 (5G) აღჭურვილია უახლესი ISP 5.0 ტექნოლოგიით, რომელიც იღებს უფრო ნათელ და მკაფიო სურათებს ცუდი განათების პირობებშიც კი. ის ასევე  პირველია ორმაგი დომენის ვიდეო NR-ის გამოყენებასა და უშუალოდ ვიდეოში ხმის უკეთესი დამუშავების მიმართულებითაც. 

მნიშვნელოვანია, რომ IFA 2019-ზე, HUAWEI-მ ასევე ახალი, უსადენო ყურსასმენები, წარადგინა. ფლაგანური HUAWEI FreeBuds 3  გამოირჩევა დახვეწილი დიზაინითა და მრგვალი კორპუსით. HUAWEI FreeBuds 3 იმეორებს რა ყურის ფორმებს,  კომფორტულად ერგება მას და მომხმარებელს საუკეთესო ჟღერადობას სთავაზობს. ყურსასმენი წარმოდგენილია შავ და თეთრ ფერში. HUAWEI FreeBuds 3 მომხმარებლებს სთავაზობს სტაბილურად სწრაფად დაკავშირების შესაძლებლობას, შთამბეჭდავ ხმის ხარისხს და ჭკვიან ხმის დამხშობ ტექნოლოგიას. ეს არის მსოფლიოში პირველი უსადენო ყურსასმენი, რომელიც აღჭურვილია ეფექტური ხმის დამხშობი სისტემით. 

ღონისძიებაზევე  ცნობილი გახდა, რომ HUAWEI Mate სერიის ის მოდელები, რომლებიც ახალ Kirin 990 სერიის ჩიპზე იმუშავებენ, მომხმარებელთათვის უკვე სექტემბერში იქნება ხელმისაწვდომი. 

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...