0 4 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Apple Pay-თ სარგებლობა უკვე თიბისი ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ

თიბისი ბანკი მომხმარებლებისთვის ინოვაციურ სერვისს,  Apple Pay-ს ნერგავს და  მობილური გადახდების პროცესს უფრო მარტივს, უსაფრთხოს და დაცულს ხდის. Apple Pay-თ სარგებლობა შესაძლებელია iPhone-ის, Apple Watch-ის, iPad-ის და Mac-ის გამოყენებით, რაც მაღაზიებში, აპლიკაციებსა და ინტერნეტში შოპინგს უფრო სწრაფს და კომფორტულს გახდის. 

Apple Pay დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება Apple-ის ყველა იმ მომხმარებლისთვის, რომელიც თიბისი ბანკის ბარათით/ბარათებით სარგებლობს. გადახდების განხორციელება შესაძლებელია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ Apple-ის მოწყობილობების საშუალებით ყველგან, სადაც ხელმისაწვდომია უკონტაქტო გადახდა ან Apple Pay. Apple Pay-ს ინსტალაცია ძალიან მარტივია და მისი გამოყენებისას თიბისის მომხმარებლები ავტომატურად მიიღებენ ყველა იმ სარგებელს, რასაც ისინი მანამდე, თიბისი ბანკის საკრედიტო ან სადებეტო ბარათით სარგებლობისას იღებდნენ. 

„თიბისი ბანკი აგრძელებს მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებას. თიბისის სერვისების Apple Pay-სთან ინტეგრაციაც ამის დასტურია. მოხარული ვართ, რომ დღეიდან, თიბისის მომხმარებლები ყოველდღიური საბანკო ტრანზაქციების განხორციელებას Apple Wallet-ის გამოყენებით უფრო მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ შეძლებენ“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა. 

„მივესალმებით Apple Pay-ს კავკასიის რეგიონში შემოსვლას. მას შემდეგ, რაც 2009 წელს რეგიონში პირველად დაინერგა ვიზა PayWave, საქართველომ ციფრული გადახდების სისტემასთან ადაპტაცია სწრაფად მოახდინა და მოხმარებლის ძალიან მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.  მოხარული ვართ, რომ  Apple Pay-ს შემოსვლა  კიდევ უფრო დააჩქარებს გადახდების ახალი და ინოვაციური გზების განვითარებას საქართველოში“, - განაცხადა ქრისტინა დოროსმა, ვიზას  მენეჯერმა კავკასიის რეგიონში. 

„მასტერქარდი ტექნოლოგიური ლიდერია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენი მიზანია, საქართველოში დავნერგოთ გადახდების სფეროში არსებული ინოვაციური სერვისები და პროდუქტები და ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სწრაფად განვითარებად ციფრულ ეკონომიკას“ -, აღნიშნა იგორ სტეფანოვმა, მასტერქარდის მენეჯერმა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. 

უსაფრთხოება Apple Pay-ს მთავარი შემადგენელი ნაწილია. Apple Pay-თ გადახდისას, საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომრები არ ინახება არც Apple-ის მოწყობილობაში  და არც სერვერებზე. ამის ნაცვლად,  იქმნება უნიკალური ნომერი Apple-ის მოწყობილობისთვის, რომელიც დაშიფრულია და უსაფრთხოდ ინახება ამავე მოწყობილობის დაცულ ელემენტზე. თითოეული ტრანზაქციის ავტორიზაცია ხორციელდება ერთჯერადი დინამიური კოდის საშუალებით.

iphone-ის და Apple Watch-ის გამოყენებით Apple Pay-ით გადახდა უკვე შესაძლებელია მაღაზიებში, რესტორნებში, ტაქსიში, თვითმომსახურების აპარატებსა და კიდევ ბევრ სხვა ადგილას. Apple Pay-ით აპლიკაციებში ან Safari-ში ონლაინ შოპინგისას, გადახდის გრძელი ფორმების შეყვანა საჭირო აღარ არის.  Apple Pay –თ თითოეული გადახდა თითის ანაბეჭდით, სახის ამოცნობის სერვისით ან ე.წ. პინკოდის შეყვანით მარტივად არის შესაძლებელი.

თიბისი ბანკის ბარათებით Apple Pay-თ სარგებლობის ინსტრუქცია განთავსებულია ბმულზე: www.tbcapplepay.ge
 
Apple Pay-ს შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.apple.com/apple-pay/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...