0 6 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ელემენტის გამძლეობით HUAWEI P30 Pro CNET-ის ექვსეულში აღმოჩნდა

5G ტექნოლოგიური რევოლუცია, გასაოცარი დასაკეცი ეკრანი, ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის დახვეწილი სკანერი და სხვა ტექნოლოგიური მიღწევები - ერთი სიტყვით, 2019 წელი ნამდვილად წარმატებულად დაიწყო და მობილურების ინდუსტრიამ  უამრავი ინოვაცია და მომხმარებელზე მორგებული გამაოგნებელი, სიახლე შემოგვთავაზა. ჯერ კიდევ უცნობია, დამატებით რა სიახლეებს უნდა ველოდოთ 2019 წლის ბოლომდე,  ერთი რამ კი ცხადია, - ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური ფუნქცია მობილურის ელემენტის გამძლეობაა.

ელემენტის გამძლეობის მიმართულებით, HUAWEI P30 Pro ნამდვილად ლიდერია ბაზარზე. მოდელი აღჭურვილია მძლავრი 4200mAh ელემენტით და ენერგიის დაზოგვის ჭკვიანი ტექნოლოგიით. ძლიერი ელემენტი მომხმარებელს   შესაძლებლობას აძლევს მთელი დღის განმავლობაში, ფაქტობრივად შეუჩერებლად, გამოიყენოს საკუთარი სმარტფონი.  სწორედ ელემენტის გამძლეობითა და სიძლიერით, HUAWEI P30 Pro  CNET -ის ექვსეულში აღმოჩნდა.

ცნობილია, რომ HUAWEI P30 Pro აღჭურვილია 4 მაღალი ხარისხის კამერით, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებლობების სრულად გამოყენებისთვის  მას გამძლე და ძლიერი ელემენტი სჭირდება. მისი 4200 mAh-იანი ელემენტი 22 საათსა და 57 წუთს ძლებს, ხოლო მოწყობილობის    70%-მდე დამუხტვას სულ რაღაც 30 წუთი სჭირდება. ეს მაჩვენებელი ნამდვილად მიმზიდველი ფაქტია ნებისმიერი მომხმარებლისთვის, რომელსაც დატვირთული ცხოვრების წესი აქვს და სმარტფონი მისი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. 

ექსპერტების დაკვირვებით, სმარტფონი მთელი დღის  განმავლობაში ძლებს აქტიური გამოყენების დროსაც კი. გარდა ამისა, HUAWEI P30 Pro შესაძლებლობას გაძლევთ საჭიროების შემთხვევაში რევერსულად დამუხტოთ თქვენი მეგობრის ტელეფონიც.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...